“ტურბოს” ავტოლიზინგმა მომსახურების ახალი ოფისები გახსნა

“საქართველოს სალიზინგო კომპანიის” ქვებრენდმა “ტურბომ” მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის რუსთავში გახსნილი ფილიალის შემდეგ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში მომსახურების ახალი ოფისები გახსნა. ოფისები განთავსებულია: რუსთავი: წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ, ავტობაზრობის ტეროიტორია; ქუთაისი: ჭავჭავაძის გამზირი # 37; ბათუმი:ჭავჭავაძის ქ. # 107ა; ზუგდიდი-მეუნარგიას ქ. #15.

“ტურბო” ახალი ოფისების მეშვეობით მომხმარებლებს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში საჭირო თანხის მიღების მარტივ და ყველაზე სწრაფ პროცედურას სთავაზობს. მას, ვისაც ჭირდება თანხა მეორადი ან ახალი ავტომობილის შესაძენად, შეუძლია მიმართოს “ტურბოს” ავტოლიზინგით მომსახურებისთვის. “ტურბოს” ავტოლიზინგი გამოირჩევა: ხელმისაწვდომობით, სწრაფი და მარტივი პროცედურით, დაბალი პროცენტით. განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, მანქანის შეფასებისთვის კი მომხმარებელი შემდგომ მიდის მომსახურების ოფისში. ტურბოს ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რადგან იძლევა კომფორტული გარემოთი და მაღალი დონის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. “ტურბოს” მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს იმ მომხმარებელმაც, ვისაც უკვე ჰყავს ავტომობილი და სჭირდება თანხა. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფა მომხმარებლისავე ავტომობილით არის შესაძლებელი, რომლითაც ის სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. 

“საქართველოს სალიზინგო კომპანია” სალიზინგო მომსახურების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს წარმოადგენს, მათ შორის, ფინანსურ, დაბრუნებით (უკულიზინგი)  და საოპერაციო ლიზინგს. სალიზინგო კომპანიამ მომხმარებლებს 2001 წელს პირველმა შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყარო, გამარტივებული პროცედურებით და მაღალი დონის მომსახურებით.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ყველაზე პოპულარული ელექტრომობილები საქართველოში

საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

წინა სტატია

"Tiflis İletişim Okulu" nda stratejik iletişim programı başlıyor
22 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

"ლექსუსის ახალი სუნთქვა
26 ნოემბერი, 2018
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა