კობა გვენეტაძე BSTDB-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაცია, ბანკის პრეზიდენტის, დიმიტრი პანკინის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის, დიმიტრი პანკინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და BSTDB-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის 2019-2021 წლების სტრატეგია განიხილეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB), რომელიც მონაწილეობს არაერთი მნიშვნელოვანი კერძო და სახელმწიფო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში. 

ბოლო პერიოდში, ბანკი სულ უფრო მეტად ზრდის დაფინანსების მასშტაბებს ექსპორტის, ინფრასტრუქტურის და ენერგო ეფექტურობის მიმართულებებით და ამას, ძირითადად,  საქართველოს საბანკო სექტორის მეშვეობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და საწარმოო პოტენციალის ამაღლებისათვის. ამასთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რომელიც ერთი მხრივ, ეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაცემას. ეს უკანასკნელი ბიზნესს უცხოური ვალუტის სესხთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის რისკების არიდების საშუალებას აძლევს, რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ. 

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. BSTDB-ის მთლიანი სესხების პორთფელის 8%-ზე მეტი გვაქვს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია. ჩვენი მიმდინარე სესხების პორტფელი 110 მილიონ ევროზე მეტია. საქართველო ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ჩვენ ძირითადად ფინანსურ სექტორთან ვთანამშრომლობთ. ფინანსური სექტორი საქართველოში არის ძლიერი, კარგად კაპიტალიზებული და გამართული საზედამხედველო მიდგომებით. 2018 წელს ჩვენ გამოვუშვით ლარით დენომინირებული ობლიგაციები და უზრუნველვყავით საქართველოში კომერციული ბანკებისთვის ლარით დაფინანსება. მომავალ წლებში ვგეგმავთ არა მარტო ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას, არამედ განვახორციელებთ ბევრ საინტერესო პროექტს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით", - აღნიშნა BSTDB-ის პრეზიდენტმა, დიმიტრი პანკინმა. 

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. ბანკის წევრები არიან ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორში. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს.

ჩვენ გირჩევთ

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

საქართველოს რკინიგზის მოგება ხუთჯერ შემცირდა

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

წინა სტატია

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში
29 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Gürcistan havacılık pazarındaki lider, ilk sırada yer alan şirketler
29 ნოემბერი, 2018
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა