საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე #TEDxTbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა. 

#TEDxTbilisi დაTEDxYouth@Tbilisi 2018 წლის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.ერთდღიანი კონფერენცია “თედექს”, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, “თედის” (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.   

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ღონისძიებაზე თითოეულმა მომხსენებელმა აუდიტორიას წარუდგინა მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იყო, მაქსიმუმ 18 წუთში დაერწმუნებინათ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აენთოთ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგა 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე.  

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს,  სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. საქართველოს ბანკთან ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.

ჩვენ გირჩევთ

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში

“ბიზნეს კაფეს” მორიგი შეხვედრა

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში

წინა სტატია

Business and the Internet: How Enterprises are Using Communication Technologies
30 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.7 პროცენტით გაძვირდა
03 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა