რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება

საქართვველოში ერთადერთი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს სახელმწიფო ხარჯებს 430 დღის განმავლობაში ეყოფა, - ასეთია Bloomberg-ის მიერ შედგენილი "რობინ ჰუდის" ინდექსის შედეგი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმდიდრესი პირების ქონების მიხედვით ითვლის, თუ რამდენი ხანი შეძლებდნენ ისინი საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ხარჯების დაფარვას. ინდექსის მიხედვით, საქართველოს დღიური სახელმწიფო ხარჯი $13 მილიონს აღემატება. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება, ქვეყანას ამ პირობებში წელიწადზე მეტ ხანს ეყოფა.

ამავე გამოთვლით, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება, რომელიც $100 მილიარდს აღემატება ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ 5 დღის განმავლობაში ეყოფა. საქართველოს კი ბეზოსის ქონება თითქმის 28 წლის განმავლობაში შეინახავს. კერძოდ, ბეზოსის ქონება დღეს 139 მილიარდ დოლარას აღემატება, საქართველოს დღიური სახელმწიფო ხარჯი კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიხედვით, $13.5 მილიონია.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება, დღევანდელ პირობებში, საქართველოს ხარჯებს შემდეგნაირად დაფარავდა:

  • ჯეფ ბეზოსი (ქონება $139.5 მლრდ) - 28 წელი (10 300 დღე)
  • ბილ გეითსი (ქონება $97.2 მლრდ) – 19 წელი და 7 თვე (7200 დღე)
  • უორენ ბაფეტი (ქონება $89.5 მლრდ) – 18 წელი და 1 თვე (6629 დღე)
  • ბერნარ არნო (ქონება $70.6 მლრდ) – 14 წელი და 3 თვე (5229 დღე)
  • ამანსიო ორტეგა (ქონება $67.9 მლრდ) – 13 წელი და 7 თვე (5029 დღე)
  • ლარი ელისონი (ქონება $59.4 მლრდ) – 12 წელი (4400 დღე)
  • კარლოს სლიმ ელუ (ქონება $55.1 მლრდ) – 11 წელი და 1 თვე (4081 დღე)
  • მარკ ცუკერბერგი (ქონება $52.6 მლრდ) – 10 წელი და 6 თვე (3896 დღე)
  • ლარი პეიჯი (ქონება $50.9 მლრდ) – 10 წელი და 3 თვე (3770 დღე)
  • დევიდ კოხი (ქონება $49.9 მლრდ) – 10 წელი და 1 თვე (3696 დღე)

ჩვენ გირჩევთ

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

წინა სტატია

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები
03 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება
03 დეკემბერი, 2018
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა