სულ ოდნავ აცდენილები

წელს რეკორდული რაოდენობის 204 ამერიკელ მილიარდერს არ ეყო სიმდიდრე, Forbes 400-ში რომ ამოეყო თავი.

მათ რიცხვში, ვინც ჩვენს $2.1 მილიარდის ტოლფას მინიმალურ ზღვარს ვერ გადააბიჯა, ნახავთ სპორტის ლეგენდას (მაიკლ ჯორდანი, $1.7 მილიარდი), Forbes 400-ის მუდმივ წევრებს – კერძო სააქციო კაპიტალის გიგანტებს (Oaktree Capital-ის ბრიუს კარში და ჰოვარდ მარკსი, $2-$2 მილიარდი) და ახალბედა მილიარდერებს (Paycom Software-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩედ რიჩისონი, $1.3 მილიარდი). რეიტინგის სრულად გასაცნობად, ეწვიეთ ვებგვერდს: forbes.com/forbes-400-didnt-make-cut. 

ანასტასია სოარი, $1 მილიარდი. კოსმეტიკა.

სოარმა, რომელიც 1989 წელს რუმინეთიდან იმიგრირდა, თავისი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული წარბების სალონი (კლიენტთა შორის არიან კიმ კარდაშიანი და სინდი კროუფორდი) მაკიაჟის საერთაშორისო ფენომენად აქცია. მისი Anastasia Beverly Hills-ის ბრენდი 1,500-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება, გასულ წელს კი გაყიდვებმა $200 მილიონი შეადგინა. სოარის საიდუმლო ინგრედიენტი სოციალური მედიაა. 18-მილიონმიმდევრიანი Instagram-ისა და იმ პოპულარული ხალხის წყალობით, მის პროდუქტებს რომ რეკლამას უწევენ, 60 წლის სოარი დაბალხარჯიან მარკეტინგულ მანქანას ქმნის. 

ჯიმი ჯონ ლიოტო, $1.7 მილიარდი. JIMMY JOHN’S.

54 წლის ლიოტომ თავისი სეხნია სასენდვიჩე 1983-ში, 19 წლისამ დააარსა. მართალია, დაახლოებით ათი წლის წინ მცირე წილი კერძო სააქციო კაპიტალის ინვესტორ Weston Presidio-ს მიჰყიდა, ხოლო 2017-ში უკვე საკონტროლო წილი Roark Capital-მა შეიძინა, ლიოტო კვლავაც კომპანიის 35%-ის მფლობელია და მის თავმჯდომარედაც რჩება. ლიოტომ, რომელიც ღარიბი სტუდენტი იყო და სკოლაც ძლივს დაამთავრა, ბიზნესი მამისგან, სამხედრო ვეტერანისგან, ნასესხები $25,000-ით წამოიწყო. Jimmy John’s-ს დღეს თითქმის 3,000 პუნქტი აქვს. 

კრის უანსტრათი, $1.4 მილიარდი. GITHUB.

ივნისში Microsoft-მა განაცხადა, რომ $7.5 მილიარდად, აქციების სახით, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულ პლატფორმა GitHub-ს ყიდულობდა – პლატფორმას, რომელიც 2007 წელს ორ კოლეგასთან ერთად, უანსტრათს დაეფუძნებინა. ხელშეკრულების შესაბამისად, მან აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა და Microsoft-ში "ტექნიკურ თანამშრომლად" დაიწყო მუშაობა. 33 წლის უანსტრათი (მარცხნივ), რომელმაც ცინცინატის უნივერსიტეტში სწავლა 2005 წელს მიატოვა, GitHub-ის უმსხვილესი ინდივიდუალური მეწილე იყო. 

ჯიმ კავანო, $2 მილიარდი. IT სერვისები.

ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, კავანო, 1984 წელს აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო. ექვსი წლის შემდეგ სენტ-ლუისში ის World Wide Technology-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა. ერთხელ, ერთ-ერთი პირველი შეკვეთისთვის დროულად რომ გაერთვა თავი, მან სატვირთო მანქანა იქირავა და 500 პერსონალური კომპიუტერი ექვსი საათის გზაზე, ომაჰამდე ატარა. დღეს, 56 წლის ასაკში, ის $10.4-მილიარდიანი (გაყიდვებით) კომპანიის აღმასრულებელია, სადაც 38%-იან წილს ფლობს. ამასთან, ის ჰოკეის გუნდის, St. Louis Blues-ის ნაწილობრივი მფლობელიც არის. 

ტიმ სვინი, $1.8 მილიარდი. FORTNITE.

ვიდეოთამაშების წლევანდელი ბლოკბასტერი-სენსაცია Fortnite Battle Royale-ი ლამის ზეციურ მანანად იქცა მისი ჩრდილოკაროლინელი დეველოპერის, Epic Games-ისა და დამფუძნებლის, 47 წლის სვინისათვის. დებიუტის, ანუ შარშანდლის, შემდეგ, Fortnite-მა, სულ მცირე, 125 მილიონი მოთამაშე და თითქმის $1 მილიარდის გაყიდვები (თამაში უფასოა, მაგრამ, მის ფარგლებში, მოთამაშეებს სხვადასხვა დამატებითი რამის ყიდვა შეუძლიათ) მოიზიდა. სვინი 16%-ს ფლობს კომპანიაში, რომელიც 1991 წელს, მერილენდის უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის სწავლისას დააფუძნა.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

მიზნობრივი მოგებები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

წინა სტატია

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
05 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები
05 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა