YouTube-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავები

YouTube-ი, უკვე დიდი ხანია, მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა, პოპულარობის მოპოვებისა და მონეტიზაციის საშუალებად იქცა ნებისმიერი ადამიანისთვის.

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების სიას Forbes-ი ყოველწლიურად აქვეყნებს.

1. Ryan ToysReview

რაიანი 7 წლის ბიჭია, რომელიც ვიდეოებს მშობლების დახმარებით წერს და მომხმარებელს სხვადასხვა სათამაშოებს აცნობს. 

შემოსავალი ბოლო 1 წელში: $22 მილიონი.

გამომწერების რაოდენობა: 17 მილიონი.

 

2. Jake Paul 

21 წლის ჯეკს რამდენიმე YouTube არხი აქვს. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას Disney-ს არხზე შესრულებულმა როლმა მოუტანა სერიალში Bizaardvark. 

შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $21.5 მილიონი.

გამომწერების რაოდენობა: 17.5 მილიონი.


3. Dude Perfect 

Dude Perfect 5 პირისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც YouTube-ზე სხვადასხვა "სპორტული" აქტივობების ვიდეოებით გახდნენ პოპულარულები. 

შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $20 მილიონი.

გამომწერების რაოდენობა: 36.8 მილიონი.


4. DanTDM

დანიელ მიდელტონი, გასულ წელს Forbes-ის სიაში პირველ ადგილს იკავებდა. ბრიტანელი ე.წ. "გეიმერი" Yourube-ზე საკუთარი თამაშის ვიდეოებს აქვეყნებს. 

შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $18.5 მილიონი. 

გამომწერების რაოდენობა: 10.7 მილიონი. 

 
5. Jeffree Star

33 წლის ჯეფრი Youtube-ზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს მაკიაჟის "გაკვეთილებს" სთავაზობს. 

შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $18 მილიონი. 

გამომწერების რაოდენობა: 11.4 მილიონი. 

ჩვენ გირჩევთ

რატომ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინები და განწყობა

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

რატომ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინები და განწყობა

რატომ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინები და განწყობა

წინა სტატია

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი
05 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

“გალტ ენდ თაგარტმა” უზბეკეთის ეკონომიკის კვლევა გამოაქვეყნა
06 დეკემბერი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა