საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 74-ე ადგილს იკავებს. ინდექსი სულ 125 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში საქართველოს მეზობლები ხორვატია და ტუნისი არიან.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index) ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2017 წელს საქართველო აღნიშნულ ინდექსში 88-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ერთ წელში პოზიცია 14 საფეხურით გაიუმჯობესა.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება. საქართველოს 5.1 ქულა აქვს (წინა წელთან შედარებით 0.44-ით გაიზარდა). საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.3 ქულა აქვს (წინა წელთან შედარებით 0.04-ით შემცირდა), ფიზიკური საკუთრების დაცვაში 7.1 (წინა წელთან შედარებით 1.3-ით გაიზარდა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 3 ქულა (წინა წელთან შედარებით 0.05-ით გაიზარდა).

რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, ბოლო – 125-ე ადგილზე კი ჰაიტია.

ტოპ-10 ქვეყანა საკუთრების დაცვის რეიტინგში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *