საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება. კერძოდ, წლის 10 თვეში სატრანსპორტო დარგებმა 33.2 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 0.2 მლნ ტონით ჩამოუვარდება.

შემცირდა პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან წლის პირველ ათ თვეში 12.4 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 13.5 მლნ ტონისა.

ზრდა ფიქსირდება მხოლოდ საავტომობილო გზით გადაზიდული ტვირთების შემთხვევაში - 24.8 მლნ ტონა წლის ათ თვეში. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 8.3 მლნ ტონამდე შემცირდა (8.8 მლნ ტონა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში), ხოლო სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კი 21.4 მლნ ტონამდე შემცირდა (28.5 მლნ ტონა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში).

გადამუშავებული ტვირთების მოცულობა საქართველოს ყველა პორტში შემცირდა: კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 0.5 მლნ ტონით ნაკლები ტვირთი გადამუშავდა ფოთის პორტში და მან 5.1 მლნ ტონა შეადგინა, 0.4 მლნ ტონით შემცირდა გადამუშავებული ტვირთების მოცულობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში და მან 3.1 მლნ ტონა შეადგინა, 0.1 მლნ ტონით შემცირდა ტვირთების მოცულობა სუფსის ნავსადგურში და მან 3 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ყულევში კი 0.3 მლნ ტონით ნაკლები - 1.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა.

თუმცა, ბათუმისა და ფოთის პორტებში გაზრდილია გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა. 

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის მაჩვენმებელი წლებია მცირდება და თუკი 2015 წელს ქვეყნის დერეფანში 44.2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 41.5 მლნ ტონამდე შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

YouTube-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავები

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

წინა სტატია

კომპანია "ჩირინა" EBRD-ის პროგრამის გამარჯვებულია
06 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი
06 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა