TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

Tiffany’s & Co-სთვის სამყაროს კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, სახელგანთქმულმა კომპანიამ, Wildlife Conversation Network-თან თანამშრომლობის შედეგად, ეკომეგობრული ხაზი შექმნა. "დაიცავი ცხოველთა სამყაროს" კოლექციის თითოეული ნაწარმი, მსოფლიო მასშტაბით საფრთხის წინაშე მდგომი ცხოველების დაცვისთვის არის განკუთვნილი.

Tiffany’s & Co-ს ახალი პროექტი, #KNOTONMYPLANET, ცხოველთა დაცვის პროპაგანდას ეწევა და მას ისეთი ცნობილი სახეები წარმოადგენენ, როგორიც გახლავთ ნაომი კემპბელი, დუცენ კრუსი და იმან ჰამამი. კომპანიის ახალი ხაზი, „დაიცავი ცხოველთა სამყარო”, ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების – სპილოს, ლომისა და მარტორქის გადასარჩენად აგროვებს ფულს. ხაზი თავდაპირველად 2017 წელს ჩაეშვა წარმოებაში და ეკოლოგთა დიდი მხარდაჭერის შედეგად წელს ბაზარზე დაბრუნდა. კოლექციაში ისეთი სამკაულები შედის, როგორიც არის ბრილიანტის ბროში და მისი შესატყვისი ყელსაბამი, რომელიც ასევე ოქროსა და ვერცხლისგანაა ჩამოსხმული. მათი შესყიდვა დაინტერესებულ ადამიანებს ამ თვის ბოლოდან შეეძლებათ. გაყიდვებიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი სწორედ Wildlife Conversation Network-ს ერიცხება. ეს არის ამერიკული ასოციაცია, რომელიც საზოგადოებრივ, ცხოველთა დაცვისა და მათთან თანაარსებობის პროექტებს განვითარებაში ეხმარება.

ჩვენ გირჩევთ

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

წინა სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება
06 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა
06 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა