საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის განახლებული ცენტრი გაიხსნა

მთელი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3 ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრა თანამედროვე დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს დაიმლერის მოთხოვნეს და სტანდარტებს, რომლის ანალოგიც მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს. 

"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჩვენ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს და სივრცეებს სადაც, კერძოს სექტორს საშუალება აქვს კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

“ჩემთვის დიდი პატივია Daimler-თან 25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ამასთან ერთად Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრის გახსნა. ეს არის ისტორიული დღე მერსედესისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს, იმ კონტრიბუციისთვის, რაც ჩვენს მხადასაჭერად განახორციელა, ეს არის კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი”, - განაცხადა მაკა ასათიანმა, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა. 

Mercedes-ის სერვის ცენტრი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. ახლადგახსნილი ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრებით, რომლებიც მომხმარებლებს მათთვის საჭირო დახმარებას უმოკლეს დროში აღმოუჩენენ.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს

ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

წინა სტატია

Gürcistan’ı ziyaret ettiğinde en çok para harcayan 10 ülke vatandaşları
05 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი
07 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა