რა გაძვირდა ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 წელიწადში, ანუ 2012 წლის ნოემბრის ბოლოსთან შეადრებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ინფლაციამ 20% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომახურება 20%-ით გაძვირდა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გაძვირდა - 186%-ით, ანუ ფასი თითქმის გასამმაგდა. მე-2 ადგილზე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტია, რომლის ფასი 156%-ით გაიზარდა. შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი მოდის, რომლის ფასი გაორმაგდა.

საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკაა გაძვირებული - 84%-ით.

ყველაზე მეტად გაძვირებული 20 პროდუქტიდან 6 სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები გაძვირდა - 82%-ით.

სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია, რომ კარტოფილი გაძვირებულია 37%-ით, ხმელი ლობიო 32%-ით, ლუდი 29%-ით, კომბოსტო 27%-ით, ხახვი 22%-ით, მაკარონი 19%-ით, ხორბლის ფქვილი 12%-ით, კვერცხი 10%-ით, ბენზინი 17%-ით, ავტომობილის შეკეთება 15%-ით.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო 6 წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

დასახელება

ფასის ზრდის %

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი

186%

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

156%

იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

107%

წიწაკა

84%

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები

82%

სანტექნიკოსის მომსახურება

76%

ვიტამინები

73%

ბავშვის საკვები

71%

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები

70%

ნაგვის გატანის გადასახდელი

65%

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

62%

ატამი

59%

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები

54%

თერაპევტის კონსულტაცია

53%

ბრინჯი

49%

პომიდორი

49%

არაყი

47%

ანტიბიოტიკები

47%

კიტრი

45%

ემულსიის საღებავი

44%

წყარო: საქსატტი

ჩვენ გირჩევთ

დავზოგოთ სიბერისათვის, ოღონდ საშემოსავალო გადასახადის ხარჯზე

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

დავზოგოთ სიბერისათვის, ოღონდ საშემოსავალო გადასახადის ხარჯზე

დავზოგოთ სიბერისათვის, ოღონდ საშემოსავალო გადასახადის ხარჯზე

წინა სტატია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10
11 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველო: მე-6 ადგილი ბიზნესის კეთების რეიტინგში
12 დეკემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა