“გამბედაობას მოუხმე, რადგან აუტანელი ყოფა უკეთესი დროების მომასწავებელია”

საჯარო სივრცეში იდეების პროეცირება - ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს ამერიკელი ნეოკონცეპტუალისტი არტისტის, ჯენი ჰოლცერის შემოქმედება.

ჰოლცერი 1960-70-იან წლებში აღმოცენებული არტ-ფემინიზმის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომლის სოციალური ხასიათის არტ-სტრატეგია მიმართული იყო ხელოვნებაში ქალის როლისა და მნიშვნელობის განსასაზღვრად და მამაკაცებით დომინირებულ ამ სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად.

ჰოლცერის მრავალფეროვანი ნამუშევრების სანახავად ლუვრში ან პრადოში წასვლა არ მოგიწევთ, საკმარისია ნიუ-იორკის ქუჩებში გასეირნება და მასშტაბური ინსტალაციების, ელექტრონული დისპლეების, ბილბორდების, არქიტექტურულ ნაგებობებზე პროეცირებული გრაფიკული ნიშნებისა თუ სოციალური ხასიათის ციტატების ხილვა. უახლესი ტექნიკის გამოყენებით შექმნილი ასეთი “შუქდიოდური ნიშანი” - “ყველაზე ცუდი თქვენი ყველაზე ძველი შიშია” - პირველად 80-იან წლებში ტაიმს-სკვერში, ორი ქუჩის გასაყარზე აღმართულ შენობაზე იყო პროეცირებული, რაც თავისთავად უამრავ დაინტერესებულ თუ უნებლიე მაყურებელს გულისხმობდა. ასევე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო ქუჩებში გამოკრული პლაკატები, მხატვრული ფოტოები, ვიდეო-და ინტერნეტპროექტები... ჯენი ჰოლცერის ყურადღების მიღმა არც სპორტული სარბოლო მანქანები აღმოჩნდა.

Truisms - ჰოლცერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია - მთელ მანჰეტენზე, ქუჩებსა და ღობებზე გაკრული პლაკატები 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. თეთრ ფონზე შავად დაწერილი “ჭეშმარიტებანი” სულ ერთი აბზაცისგან შედგებოდა, რომლებიც სულ მალე ახალგაზრდა ნიუიორკელების მაისურებზე, სტიკერებსა და პოსტერებზე იწონებდა თავს, ასევე ქვის სკამებზე იყო ამოტვიფრული. 80-იანების ბოლოს ჰოლცერის “ქუჩის ნამუშევრებს” “აღმზრდელობითი ხასიათის ესეები”, “ბრძოლა გადარჩენისთვის” და სხვა პროექტები მოჰყვა.

2010 წლიდან ჰოლცერის სოციალური პოზიცია მძაფრდება. მისი ყურადღების არეალში ექცევა სამთავრობო დოკუმენტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ერაყს ეხება, ასევე ამერიკული არმიის აქამდე გასაიდუმლოებული ოქმები. ჯენი ჰოლცერის მიზანი ნათელია - გამომზეურდეს ის, რაც ხდება, რაზეც ფიქრობენ, მაგრამ არ ლაპარაკობენ.

ჩვენ გირჩევთ

TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

რატომ აზიანებს წარმატება მეგობრულ ურთიერთობებს?

TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

წინა სტატია

საქართველო: მე-6 ადგილი ბიზნესის კეთების რეიტინგში
12 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Gürcistan'ın en büyük yatırımcı 10 şirketi
11 დეკემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა