ჰარი უინსტონის იდუმალი 'Secrets'-ის დებიუტი

როგორც ჩანს, ჰარი უინსტონი იდუმალებით მოცული ადამიანი იყო. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ბრენდის უახლეს კოლექციას, რომელიც 29 სამკაულისგან შედგება, სახელად Secrets („საიდუმლოებები”) უწოდეს.

პლატინისგან ხელით ნაკეთები ძვირფასეულობა მსოფლიოში ყველაზე უფრო დახვეწილი და საუკეთესო ბრილიანტების დემონსტრირებას ახდენს. კოლექცია სამ სხვადასხვა მოტივზე შექმნილ საყურეებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს მოიცავს; ეს მოტივებია: Secret Cluster-, Secret Wonder-და Secret Combination-. კოლექციაში უამრავი სიურპრიზია, მაგალითად, ბრილიანტების ჯაჭვისებური ყელსაბამი მინიატურული სუნამოს ბოთლის კულონით, რომელიც ბრილიანტების მოზაიკურ ქსელშია ჩასმული. Secret Wonder-ში მედალიონები ბრუნავენ და საფირონების, ბრილიანტებისა და აკვამარინების დემონსტრირებას ახდენენ, რომლებიც საყურეების, სამაჯურებისა და ყელსაბამების მეორე მხარეს იმალებიან.

ჰარი უინსტონი 1978 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი პიროვნება კარგად იგრძნობა ამ კოლექციაში. იგი ბრილიანტებს ჯიბეებში ინახავდა, რადგან ის ამ ძვირფას თვლებზე უზომოდ იყო შეყვარებული. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ იუველირს თითოეული თვალის პოტენციალი უბრალო ხელის შევლებითაც შეეძლო გამოეცნო. „სამკაულები უფრო მეტია, ვიდრე ჩემი სიყვარული და ჩემი ცხოვრება; მე მათდამი მუდმივი ლტოლვით ვარ შეპყრობილი”, – განაცხადა მან. მაგრამ ეს კოლექცია, ცხადია, მისი საიდუმლო პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშეც, დიდების უკან მდგარ პიროვნებას ნათელს ჰფენს. ბოლოს და ბოლოს საიდუმლოებები ხომ ძალზე მიმზიდველი რამ არის; რატომ უნდა გამოვააშკარაოთ ისინი?

წინა სტატია

მოდის რევანშისტი მეფე
11 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

უკანასკნელი მხსნელი – კაპიტალიზმი
12 თებერვალი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა