2018 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორები

2018 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორები

Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოს 11-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ავტორმა ერთ წელში მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 24.5 მილიონი წიგნი გაყიდა. 

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ავტორად ჯეიმზ პეტერსონი დასახელდა, რომელმაც ეს სტატუსი ჯოან როულინგს ჩამოართვა. პეტერსონმა 1 წელში შემოსავლის სახით, 86 მილიონი დოლარი მიიღო. მან წლის განმავლობაში აშშ-ში 4.8 მლნ წიგნი გაყიდა. პეტერსონი დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, “ედგარ ალან პოს პრემიის” მფლობელია. მას განსაკუთრებული პოპულარობა წიგნმა “ობობას გამოჩენა” მოუტანა. 

რაც შეეხება ლეგენდარული ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგი წელს მეორე ადგილზეა.  მან წლიურად 54 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ეს მან ისე შეძლო, რომ 2018 წელს ჰარი პოტერის ახალი წიგნი არ გამოსულა. მისი ავტორობით, 1 წელიწადში ამერიკაში 2.9 მლნ წიგნი გაიყიდა. 

სიაში მესამე ადგილს სტივენ კინგი იკავებს, რომელმაც წლიურად 27 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საშინელებათ ჟანრის “მეფემ” 2.7 მლნ წიგნის რეალიზება მოახდინა წლიურად. მწერლის შემოსავლები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი რომანის – IT ეკრანიზაცია მოხდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. 

მეოთხე პოზიციაზე ჯონ გრიშემია. ამერიკელმა ნოველისტმა წლიურად 21 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ავტორის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად A Time To Kill სახელდება. 

ხუთეულს ჯეფ კინი ასრულებს, რომელმაც ერთ წელში 18.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სახელია “წრიპა ბიჭის დღიური”, რომელიც გრაფიკული რომანების სერიას წარმოადგენს და 2007 წლიდან ბესტსელერად ითვლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *