მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

ევროპის ყველაზე დიდი პორტები ჯამში არ იღებენ იმდენ ტვირთს რამდენსაც ჩინეთის შანხაის პორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ პორტადაა აღიარებული. ყველაზე მსხვილი პორტების სიას ყოველწლიურად მსოფლიო გადაზიდვების საბჭო (World shipping council) აქვეყნებს. ყველაზე დატვირთულ 10 პორტს შორის რაოდენობრივადაც ჩინური ნავსადგურები ლიდერობს. 

10 ყველაზე დატვირთული პორტი 

1. ჩინეთი, შანხაის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა (2016 წ): 37.1 მლნ TEU (ერთეული, რომელიც განსაზღვრავს ტერმინალის ტვირთის გატარების სიმძლავრეს, 20-ფუნტიანი კონტეინერის ექვივალენტი) 

2. სინგაპური 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 30.90 მლნ TEU 

3. ჩინეთი, Shenzhen-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 23.97 მლნ TEU 

4. ჩინეთი, Ningbo-Zhoushan-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 21.60 მლნ TEU 

5. სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, Busan-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 19.85 მლნ TEU 

6. ჰონგ კონგი, ჩინეთი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 19.81 მლნ TEU 

7. ჩინეთი, Guangzhou Harbor-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 18.85 მლნ TEU 

8. ჩინეთი, Qingdao-ს პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 18.01 მლნ TEU 

9. არაბეთის გაერთიანებული საემიროები, Jebel Ali-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 15,7 მლნ TEU 

10. ჩინეთი, Tianjin-ის პორტი 

გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 14.49 მლნ TEU 

ევროპაში ყველაზე დატვირთული პორტი კი ნიდერლანდების სამეფოს აქვს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს წლიური 12.38 მლნ TEU კონტეინერით. მას მოსდევს ანტვერპენის პორტი, რომელიც წლიურად 10 მლნ TEU კონტეინერზე მეტს ამუშავებს. ოცეულში შედის გერმანიაც. კერძოდ, ჰამბურგის პორტმა მხოლოდ 2016 წელს 8.9 მლნ TEU კონტეინერი გადაამუშავა. რაც შეეხება აშშ-ს ლოს ანჯელესის პორტი სიაში მეთვრამეტე ადგილზეა 8.86 მლნ TEU კონტეინერით.

ჩვენ გირჩევთ

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

Vendoo – “ქართული Amazon” თიბისი ჯგუფისგან

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

წინა სტატია

2018 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორები
13 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ერთი ყველასთვის, ყველა ჩვენ - ჩვენთვის?!
14 დეკემბერი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა