რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი - განახლებული სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2018 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მესამე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 126 ლარი შეადგინა. 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 5.3%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა - 2354 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობაა - 1722 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია - 1483 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 586 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 702 ლარით.

2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად საფინანსო საქმიანობაში გაიზარდა - 26.5%-ით. შემდეგ მოდის უძრავი ქონებით ოპერაციები 12.6%-ით. ხელფასი შემცირდა სახელმწიფო მშენებლობაში - 13.9%-ით და სოფლის მეურნეობაში - 5.4%-ით.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის მესამე კვარტალში (ლარებში)

სექტორები

2017, III კვარტ

2018, III კვარტ

ცვლილება

საფინანსო საქმიანობა

1861

2354

26.5%

მშენებლობა

2000

1722

-13.9%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1316

1483

12.6%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1330

1403

5.5%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1338

1359

1.6%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

1224

1340

9.4%

სახელმწიფო მმართველობა

1237

1320

6.7%

ვაჭრობა, ავტომობილების და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

936

1029

9.9%

ჯანმრთელობის დაცვა

958

986

2.9%

დამამუშავებელი მრეწველობა

919

960

4.5%

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

839

913

8.9%

სასტუმროები და რესტორნები

819

906

10.7%

სოფლის მეურნეობა

743

702

-5.4%

განათლება

566

586

3.6%

სულ

1069

1126

5.3%

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

ნოემბერში ფულადი გზავნილები 9 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

წინა სტატია

ვის რა დაუჯდა ერთი ხმა?
17 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

EBRD, Svaneti bölgesinde 3 değişik hidro elektrik santrali inşaatını finanse edecek
17 დეკემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა