რა ღირს ცხოვრება?

პროდუქციისა თუ სერვისის ღირებულებებზე საუბრისას, ხშირად მეზობელი ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ არგუმენტად, საიდანაც ზოგიერთი ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, ზოგიც - არა.

სამეზობლოში არსებული ფასების ცოდნა პარალელების გავლებაში მართლაც დაგვეხმარება, რაც, თავის მხრივ, რეგიონში არსებულ სურათს უფრო ფართოდ დაგვანახებს.

Forbes-მა ამ გამოცემაში თბილისი, მოსკოვი, სტამბული, ერევანი და ბაქო სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებით ერთმანეთს შეადარა. წყაროდ ცნობილი სერბული ორგანიზაცია Numbeo იქნა გამოყენებული, რომელმაც მონაცემები ბოლოს ნოემბრის მეორე კვირაში განაახლა. ფასები ლარში, ვალუტის უკანასკნელი კურსის შესაბამისადაა მოცემული.

მიგნებები საინტერესოა. მაგალითად, აღმოჩნდა, სამომხმარებლო ფასები მოსკოვში 49%-ით უფრო მაღალია, ვიდრე თბილისში. ერთი კლასის რესტორნებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც თბილისში 16.56%-ით უფრო იაფი დაგიჯდებათ დროის გატარება, ვიდრე ერევანში. დადგინდა, რომ დაახლოებით 5,021 ლარი დაგჭირდებათ სტამბულში ისეთი ხარისხის ცხოვრების მისაღწევად, რაშიც თბილისში 4000 ლარს გადაიხდით.

ჩვენ გირჩევთ

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა

ვის რა დაუჯდა ერთი ხმა?

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა

წინა სტატია

საქართველოს ბანკმა 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა
18 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები
18 დეკემბერი, 2018
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა