JTI - Join The Idea

ადამიანის მსგავსად, დიდ საერთაშორისო კორპორაციასაც აქვს წარსული, აწმყო და მომავალი, აქვს თავისი სამყარო, ღირებულებები და მსოფლმხედველობა. ალბათ, სწორედ ესაა, რითაც კომპანია ამაყობს, რაზეც ზრუნავს და რასაც შემდგომში აუცილებლად ავითარებს.

JAPAN TOBACCO INTERNATIONAL–ი, ან უბრალოდ, JTI, თამბაქოს მწარმოებელი უზარმაზარი საერთაშორისო კორპორაცია და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – Sobranie-ს, Winston-ის, Camel-ის, Magna-სა და Winchester-ის მწარმოებელი, JTI-ელებისთვის მყუდრო სახლია. 40 000 JTI-ელი 77 ქვეყანაში იზიარებს კომპანიის უმთავრეს ღირებულებებს, ბიზნესს თავდადებით უვლის და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს.

რატომ დავუმეგობრდი JTI-ს? იმიტომ, რომ ლიბერტარიანელია, თავისუფალი არჩევანის მომხრეა. ყოველდღიურად მეტად მაახლოებს ჩემს მიზანთან. მარწმუნებს, რომ დიდი საქმის გაკეთება შემიძლია. მე ხომ საიმედო, უსაფრთხო, მხიარულ, მეგობრულ და ძალიან საინტერესო JTI-ში ვარ!” – ამბობს ანანო სალია, რომელიც ორი წლის წინ სტაჟიორი იყო, დღეს კი უკვე წარმატებული ფინანსური ანალიტიკოსია.

ამ ბოლო დროს მილენიალები მიიჩნევენ, რომ JTI-ს სხვა, ალტერნატიული დასახელებაც უხდება: Join The Idea (შემოუერთდი იდეას). კომპანიაც მუდმივად ეძებს და ელის ნიჭიერ ადამიანებს. ძიების პროცესი თანამედროვე და გამჭვირვალეა. Jobs.jti.com, კომპანიის მაღალტექნოლოგიური, კარიერული პლატფორმა, ხშირად სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს. კანდიდატების შერჩევა თანამედროვე მეთოდებით, გამჭვირვალედ მიმდინარეობს და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან თანამშრომელი კომპანიისთვის წარმატების ის ქვაკუთხედია, რომელიც ხვალ კომპანიას სწორი მიმართულებით წაიყვანს და განავითარებს. JTI-ელის თითოეული იდეა JTI-სთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ყველამ იცის, რომ არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ დაიპყრობს, ასევე, არ არსებობს რაიმე იდეა, რომელსაც ვერ განახორციელებს თანამშრომლებისა და კომპანიის სასარგებლოდ.

ნიჭიერი ახალგაზრდების უკეთ გასაცნობად, JTI, მრავალ სხვა საინტერესო პროექტთან ერთად, უნივერსიტეტებში სასტიპენდიო კონკურსს ატარებს და საუკეთესო სტუდენტებს სწავლის ღირებულებას უნაზღაურებს. არანაკლებ წარმატებულია JTI-ის სტაჟირება, როდესაც სტუდენტები ნამდვილ, საინტერესო პროექტებზე, საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობენ. წარმატება ციფრებში კი ასე გამოიყურება: სტიპენდიატების 80%, ხოლო სტაჟიორების 70% სულ მალე JTI- ელი ხდება!

ეს ჩემი ქართული Google-ია, შესაშური გარემოთი, შესაძლებლობებით და კულტურით, რომელიც ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას, ახალ ცოდნას მაძლევს. ბავშვობიდან სწორედ ასეთი სამსახური მინდოდა”, – ამბობს თეკო გოჩაშვილი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში ოფისის კოორდინატორის პოზიციიდან პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

იმისათვის, რომ JTI-ელი გახდე, საკმარისია, იზიარებდე კომპანიის ღირებულებებს. სწავლით კი ყველაფერს თავად კომპანია გასწავლის.

თუ JTI-ში მოხვდები, აუცილებლად გაოცდები კომპენსაციებისა და ბენეფიტების მიმზიდველი ნაკრებით, რომელიც შიდა სამართლიანობისა და გარე კონკურენტულობის პრინციპებს ეფუძნება.

თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაზღვევასა და რეგულარულ ბონუსებზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამშრომელი ფულად ჯილდოს ორიგინალური ან დიდი პროექტის განხორციელებისათვისაც იღებს (Special Achievement Award). თუ კარგად მუშაობ და მზად ხარ, დამატებითი ძალისხმევაც ჩადო ახალ, სასარგებლო საქმეში, ამისათვისაც აუცილებლად დაჯილდოვდები (Extra Miles Award).

თუ მილენიალი ხარ, განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ რა ჰარმონიულად აბალანსებს JTI სამსახურსა და პირად ცხოვრებას. მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ყველასათვის საყვარელი Flexi Hours–ი, მოგცემს საშუალებას, მუშაობისთვის ყველაზე კომფორტული დრო აირჩიო. თვეში ორი დღე ოფისის გარეთ, ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება მუშაობა – ამაში ტექნოლოგიაც გეხმარება და კომპანიის კულტურაც. ზაფხული ადამიანისათვის განსაკუთრებული დროა, ამიტომ კომპანია გაძლევს საშუალებას, პარასკევს, შუადღის 12 საათის შემდეგ, ოჯახთან ერთად იყო.

“როგორია ჩემი JTI? ემპათიურია მრავალფეროვნების მიმართ. კარგი მსმენელია. მუდმივად ხელს მიწყობს ტრანსფორმირებაში. საინტერესოა, არის კი ამაში სრულყოფილება? ალბათ, არა, მაგრამ ჩემთვის საამაყოდ ისიც კმარა, რომ ვგრძნობ: მე შემიძლია, ჩვენ ერთად შეგვიძლია საუკეთესო მომავლის შექმნა”, – ამბობს ვალერია ქაჯაია, სავაჭრო არხების სტრატეგიის მენეჯერი კავკასიაში.

ჩვენ ერთად შეგვიძლია” – სწორედ ასეთია კომპანიის სწრაფვა წარმატებისკენ, ასეთია ტალანტების მარათონი. JTI-სთვის ტალანტი ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენია. ეს სიტყვა ნიჭიერ, შრომისმოყვარე, განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კომპანია უპირობოდ დებს უზარმაზარ ინვესტიციას მათი განვითარებისათვის.

“JTI-ში გრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ხარ. ეს კი შენც განსაკუთრებულად გაქცევს, არა? აქ ხომ მთავარი ადამიანია და მეც სწორედ ის მიხარია, რომ ჭკვიან და შემოქმედებით ადამიანებთან ერთად ვმუშაობ. თითოეული ახალი დაძლეული გამოწვევა ძალიან დიდ ოპტიმისტად მაქცევს ხოლმე”, – ამბობს გაგა რუხაძე, ბიუჯეტირების ანალიტიკოსი.

კომპანიის ახალი თანამშრომლისთვის თავგადასავალი პირველივე დღიდან იწყება. თავდაგადასავალი JTI-ში” (“My Talent Journey”) – განვითარების სწორედ ასეთი კონცეფციით ხელმძღვანელობს კომპანია, როდესაც საქმე ტალანტების განვითარებას ეხება. მაინც როგორია განვითარების თავგადასავალი JTI-ში? პირველ რიგში, დგინდება თანამშრომლის მიზნები და ფასდება შესაძლებლობები. შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ცხადი ხდება, რისი შესწავლა და მეტად დახვეწაა საჭირო იმისათვის, რომ თანამშრომელი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ამჟამინდელ სამსახურში და მოემზადოს ახალი, უფრო მაღალი დონის პოზიციისთვის. თითოეული თანამშრომლის კარიერა ხომ დაგეგმვადი, ხილული და გამჭვირვალე ფენომენია. ამიტომ ყველაფერი მხოლოდ თანამშრომლის სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

ალბათ, რთულია, იპოვო ბევრი ისეთი კომპანია, სადაც ტალანტების განვითარებისთვის ჩამოყალიბებულია შიდა აკადემია, რომელსაც JTI-ში LCP-ის აკადემიის (Local Career Path – შენი კარიერული გზა) სახელით იცნობენ. ერთწლიანი სასწავლო კურსი მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებს მენეჯერული პოზიციებისათვის ამზადებს და ასწავლის ლიდერობას, ინტერპერსონალურ უნარებს, დარწმუნების ხელოვნებას, მენეჯერულ უნარ-ჩვევებს, ამუშავებს რეალურ პროექტებზე გამოცდილ მენტორთან ერთად. აკადემიის სტუდენტს ახალი, არასტერეოტიპული ხედვა და იდეები უყალიბდება, რაც შემდგომში განსაკუთრებულად ეხმარება კომპანიას. LCP აკადემიის სტუდენტობა ძალიან პრესტიჟულია, ამ დროს ხომ ბიზნესის სრულიად სხვა პერსპექტივიდან დანახვას სწავლობს სტუდენტი. LCP აკადემიის სტუდენტების 80%-ს აკადემიის დასრულებიდან ერთ წელიწადში დაწინაურება ელის.

JTI ზუსტად ისევე იზრდება და ვითარდება, როგორც მისი თანამშრომელი. ინვესტირება თანამშრომლის განვითარებაში კომპანიის ყველაზე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. პროგრამა Manager as Developer (“მენეჯერი გუნდის განვითარებისთვის”) – კომპანიის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივაა. მენეჯერები სწავლობენ გუნდის გონივრულად მართვას, გუნდის განვითარების, წახალისებისა და უკუკავშირის ხელოვნებას, ქოუჩინგს და კარიერულ დაგეგმვას. შედეგად, კომპანიაში გუნდს ემპათიური მენეჯერი მართავს, რომელიც, თანამშრომლების განვითარებასა და ბიზნესის მიზნებზე ორიენტირებული კონსტრუქციული უკუკავშირით, ზრდის გუნდურ სულისკვეთებას და აღწევს დასახულ მიზნებს.

ასეთია ტალანტების განვითარების გზა კომპანიაში. საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც წარმატებული თანამშრომელი ტოპმენეჯერის პოზიციას აღწევს? ამ დროს კომპანია ტოპმენეჯერებს ჰარვარდის, ეშრიჯის, ლონდონის ბიზნესსკოლებსა და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში გზავნის, სადაც ერთი წლის განმავლობაში ოთხ მოდულს მას მსოფლიოს საუკეთესო პროფესორები ასწავლიან.

როგორი კომპანიაა JTI? აქ ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს, იმის მიუხედავად, ვინ ხარ, ან საიდან მოხვედი. ჩემთვის ეს ადამიანობის უმაღლესი გამოვლენაა, რაც ყველაფერზე მაღლა დგას და რაც დღეს ასე  აკლია მთელ სამყაროს. სწორედ ასეთ გარემოში იბადება ნამდვილი ერთგულება კომპანიის მიმართ, სწორედ ეს განაპირობებს შეუქცევად განვითარებას და წარმატებას. ამიტომ ვამაყობ, რომ JTI-ის ნაწილი ვარ. ამიტომ არის JTI ჩემი კომპანია”, – ამბობს თამთა ნანიშვილი, რომელიც JTI-ის საქართველოს ოფისში მუშაობის შემდეგ, სულ ახლახან, სამუშაოდ კომპანიის სათავო ოფისში, ჟენევაში გადავიდა.

Live Fit-ი კიდევ ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც არა მხოლოდ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მხარდაჭერას ითვალისწინებს, არამედ მოიცავს პროფესიონალურ კონსულტაციებს თანამშრომლების მოთხოვნების შესაბამისად (ბავშვების მოვლა, პირველადი დახმარება, ალერგიის პრევენცია, სწორი კვება და მრავალი სხვა საინტერესო მასტერკლასი). თანამშრომელთა ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და ჯანსაღს ხდის უფასო აბონემენტი საცურაო აუზებსა და სპორტულ დარბაზებში.

სწორედ ამიტომ, უკვე ხუთი წლის განმავლობაში, თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებისათვის, JTI საქართველოში, ევროპასა და აზიაში საუკეთესო დამსაქმებლის (Top Employer) სტატუსის მფლობელია. რას ნიშნავს ეს აღიარება? საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს გასცემს Top Employer ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს კვლევას გამორჩეული დამსაქმებლების გამოსავლენად, შეისწავლის გარემოს, განვითარების კონცეფციებსა და შრომით პრაქტიკას. JTI წელსაც რჩეულ კომპანიებს შორისაა: დეკემბერში მას უკვე გადაეცა საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო საქართველოსა და აზიაში, მომავალი წლის თებერვალში კი ევროპისა და გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ელოდება.

როგორც ხათუნა გორგილაძე, ფინანსური ანალიტიკოსი, ამბობს: “გმირობა JTI-ში არ მოითხოვს სუპერშესაძლებლობას ან სუპერძალას. უბრალოდ, წადი მიზნისკენ. იმუშავე, დაუშვი შეცდომა, ისწავლე და განვითარდი. შენ შეუცვლელი გახდები”.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი QR განვადებას ნერგავს

დასვენება ვალეტაში

საქართველოს ბანკი QR განვადებას ნერგავს

საქართველოს ბანკი QR განვადებას ნერგავს

წინა სტატია

ქარვასლები ძველ თბილისში
21 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

გენდერული უთანასწორობა ეკონომიკასა და პოლიტიკაში - საქართველო მსოფლიოში 99-ე ადგილზეა
21 დეკემბერი, 2018
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა