ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 253 მილიონით შემცირდა

ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 253 მილიონით შემცირდა

2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 253 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 78 მლნ დოლარით გაიზარდა. ნოემბრის ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.8% შეადგინა. ოქტომბრის ბოლოს დოლარიზაცია 64.2%, ხოლო ერთი წლის წინ 67.9% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.8 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.

2017 წლის პირველ დეკემბერთან შედარებით, 2018 წლის პირველ დეკემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.3 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 286 მლნ დოლარით.

2018 წლის პირველი დეკემმბრის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.7%-ია, ერთი წლის წინ 2.6% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, ერთი წლის წინ 7.7% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *