10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება 2018 წელს

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება 2018 წელს

გასულ წელს 988 ქონება სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო სექტორში გადავიდა.

2018 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 115 600 000 ლარზე მეტის მობილიზება უზრუნველყო, სახელმწიფოს საკუთრებიდან კი კერძო სექტორში გადავა 988 ქონება, ხოლო გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 68 000 000 ლარს აჭარბებს. გასულ წელს სახელმწიფომ ყველაზე ძვირად ხაზოვანი ნაგებობები გაყიდა, რომლის მფლობელიც კომპანია Socar გახდა. კომპანიამ 35 ერთეულ ხაზოვან ნაგებობებში ჯამში 21.3 მლნ ლარი გადაიხადა.

2018 წელს, სახელმწიფოს მიერ ყველაზე ძვირად გაყიდული 10 ქონება შემდეგია:

ქონება: კასპში, ზუგდიდში, ლაგოდეხში, ახმეტაში, გარდაბანში, ზესტაფონში, ოზურგეთსა და ონის მუნიციპალიტეტებში მდებარე 35 ერთეული ხაზოვანი ნაგებობა
გაყიდვის ფასი: 21 301 538 ლარი
მყიდველი: Socar

ქონება: ქ. თბილისში, ხევძმარის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული 26381.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა
გაყიდვის ფასი: 14 080 000 ლარი
მყიდველი: შპს დონა გრუპ

ქონება: თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N5ა-ში მდებარე 3636.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები
გაყიდვის ფასი: 3 980 000 ლარი
მყიდველი: საერთაშორისო ფონდი ლურჯი ფრინველი

ქონება: თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩა N9 მდებარე 3668.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
გაყიდვის ფასი: 3 800 000 ლარი
მყიდველი: შპს ამერი დეველოპმენტი

ქონება: სს “კურორტი ახტალას” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %)
გაყიდვის ფასი: 3 760 000 ლარი
მყიდველი: შპს გლობალ ვიქთორი ჯორჯია

ქონება: თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 11656.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
გაყიდვის ფასი: 2 270 000 ლარი
მყიდველი: შპს დრიმ პალასი

ქონება: თბილისში, ლესელიძის ქუჩა N55-ში მდებარე 134.67 კვ.მ. ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
გაყიდვის ფასი: 2 222 000 ლარი
მყიდველი: შპს ოთხი ჯგუფი

ქონება: თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა
გაყიდვის ფასი: 1 851 000 ლარი
მყიდველი: შპს ფუჯინ სილქ ფროფერთის

ქონება: დაბა ბაკურიანში, “დიდველში” მდებარე 3562.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, 1039.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და 7867.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
გაყიდვის ფასი: 1 706 000 ლარი
მყიდველი: შპს ვერტექს

ქონება: თბილისში, მ.ჯავახიშვილის ქუჩა N12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ფართი
გაყიდვის ფასი: 1 640 000 ლარი
მყიდველი: შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *