მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე 5%-5%-იან ზრდას ვარაუდობს ბანკი საქართველოში 2020 და 2021 წლებში.

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე დადებითია და ამ მხრივ მხოლოდ 3 ქვეყანა გვისწრებს. კერძოდ, ბანკი მიმდინარე წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს ტაჯიკეთში, ხოლო 5.6%-იანს თურქმენეთში. ბანკის პროგნოზით 5.1%-ით გაიზრდება წელს უზბეკეთის ეკონომიკა.

თავის ანგარიშში ბანკი აღნიშნავს, რომ რეგიონში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონია თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა და ჯამში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ეკონომიკური ზრდა 3.1%-მდე შემცირდა 2018 წელს. ბანკი მიუთითებს, რომ მიმდინარე წელსაც რეგიონში ზრდის რისკ ფაქტორი კვლავ თურქეთის ეკონომიკა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და თურქეთის საბანკო სექტორის მოსალოდნელი შოკი იქნება.

გლობალურად კი, ბანკის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკა 2019 წელს 2.9%-ით გაიზრდება.

ჩვენ გირჩევთ

60 წელი გლობალურად, 10 წელზე მეტი - ჩვენთან

საქართველო 2018 წლის რეიტინგებში

60 წელი გლობალურად, 10 წელზე მეტი - ჩვენთან

60 წელი გლობალურად, 10 წელზე მეტი - ჩვენთან

წინა სტატია

საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც სახელფასო დანამატებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ
09 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

The Countries People Want To Get Away From
09 იანვარი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა