საქართველო "დემოკრატიის ინდექსში" ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 89-ე ადგილზეა

The Economist-ის დემოკრატიის 2018 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული.

ინდექსი ჯამში მსოფლიოს 167 ქვეყანაში აფასებს დემოკრატიის ხარისხს. განახლებულ რეიტინგში კი საქართველო მსოფლიოში 89-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუარესებული მაჩვენებელია. გაუარესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც და ის 10-დან 5.50-ს შეადგენს, ნაცვლად 2017 წლის 5.93-სა. ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის კი საქართველო მე-18-ე ადგილზეა.

ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაშია.

ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის წელს პოზიცია ყველაზე მეტად სომხეთში გაუმჯობესდა, საქართველო და მოლდოვა კი რეგიონის იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც მდგომარეობა ყველაზე მეტად გაუარესდა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ის მმართველ პარტიას ჩაუდგა სათავეში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის “არჩეულის“ სტატუსს არ ატარებს, კვლავ ახდენს გავლენას მთავრობაზე. ამასთან, ანგარიში მიანიშნებს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ბიძინა ივანიშვილთან უთანხომება გახდა. ანგარიშში ნახსენებია „ვალების ჩამოწერის“ პროცესიც.

"ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის პროგრამა წარადგინა. ამ ფაქტმა მთავრობას ოპოზიციასთან შედარებით, კამპანიაში უპირატესობა მიანიჭა", - წერია ანგარიშში.

რეიტინგში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია იკავებენ.

ევროპის რეგიონიდან, ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში საქართველოსთან ერთად მოხვდა ალბანეთი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი.

ჩვენ გირჩევთ

რა გაიაფდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

საქართველო 2018 წლის რეიტინგებში

რა გაიაფდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

რა გაიაფდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

წინა სტატია

Всемирный Банк увеличил прогноз экономического роста Грузии
09 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია
10 იანვარი, 2019
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა