ბიზნესსექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები საქართველოში

2017 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი პირი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი. 

2017 წლის IV კვარტალში საქართველოში ბიზნეს სექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების ათეული შემდეგია: 

სს გეფა 

საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში 

დასაქმებულთა რაოდენობა: 3750-ზე მეტი 

ენერგო პრო ჯორჯია 

საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება 

დასაქმებულთა რაოდენობა: 6000-მდე 

ნიკორა ტრეიდი 

საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით 

დასაქმებულთა რაოდენობა: 2852 (2017 წ) 4561 (2018 წლის აგვისტო) 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი 

საქმიანობა:  საავადმყოფოების საქმიანობები 

დასაქმებულთა რაოდენობა: 3100-ზე მეტი (ევექსი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრია, რომელიც ჯამში 15 151 პირს ასაქმებს (2018 წ III კვ) 

საქართველოს რკინიგზა 

საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი 

დასაქმებულთა რაოდენობა: - 12 356 (2017 წლის III კვ) 

ჯორჯიან მანგანეზი 

საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

დასაქმებულთა რაოდენობა: 6000-მდე 

GWP 

საქმიანობა: წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება 

დასაქმებულთა რაოდენობა:  3000-ზე მეტი 

ათეულში შედის კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს. ამასთან, კიდევ ორი სახელმწიფო კომპანია - თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილსერვის ჯგუფი.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო 2018 წლის რეიტინგებში

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

საქართველო 2018 წლის რეიტინგებში

საქართველო 2018 წლის რეიტინგებში

წინა სტატია

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84 202 860 კვტ.სთ გამოიმუშავა
10 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

Kartli Rüzgar Santrali ile 2018’de 84 202 860 kWsa elektrik üretimi yapılmıştır
10 იანვარი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა