პატიმართა რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცეში

პატიმართა რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცეში

გისოსებს მიღმა არსებული მდგომარეობა თითქმის თანაბრად აქტუალურია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში. საკითხის პოპულარობა ძირითადად პატიმრების დიდი რაოდენობითა და მათი უფლებების ჭარბი დარღვევით არის გამოწვეული, რაც ჩვენი რეგიონისთვის დღემდე დამახასიათებელი მოვლენაა და არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა პოლიტიკური კრიზისისა თუ საერთაშორისო სკანდალის მიზეზი.

სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია PEW RESERCH CENTER-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში პატიმრების რაოდენობაა დაანგარიშებული და 2005 წლიდან 2015 წლამდე არსებული დინამიკაა მიმოხილული. აღნიშნული ანგარიშის სიდიდიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ფოკუსირება იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოგვეხდინა, რომლებიც პოლიტიკურად ევროპულ სივრცესთან არიან დაკავშირებული. ცხრა ქვეყნისგან შემდგარი ჩამონათვალი თავად შეგიძლიათ იხილოთ. ქვეყნები ყოველ 100,000 მცხოვრებელზე არსებული პატიმართა რაოდენობის მიხედვით არიან კლასიფიცირებულნი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *