რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

საქართველოს მშპ-ზე ძალადობისა და კონფლიქტების გავლენა 13%-ითაა შეფასებული.

მსოფლიოში კონფლიქტებისა და ძალადობის მშპ-ზე გავლენას "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი" (IEP) აფასებს. კვლევის მიხედვით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკას კონფლიქტები $14.7 ტრილიონი დაუჯდა (PPP - პარიტეტული მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით). ეს კი გლობალური მშპ-ს 12%-ია და ერთ სულ მოსახლეზე $1.9-ს უდრის. 

მსოფლიოში შეიარაღებასა და უსაფრთხოებაზე გაზრდილი დანახარჯების პარალელურად, აღნიშნული თანხა 2017 წელს 2%-ით გაიზარდა. სირიაში განვითარებული მოვლენების გამო კი 2012 წლიდან დღემდე, მსოფლიო ეკონომიკაში ძალადობის გავლენა 16%-ით გაიზარდა. 

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ძალადობის ეკონომიკური გავლენა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ბუნებრივია, რომ მისი პირდაპირი და ზუსტი დათვლა შეუძლებელია. IEP-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტ გავლენას სამხედრო დანახარჯები ახდენს, რომელმაც მსოფლიოში PPP გათვალისწინებით, $5.5 ტრილიონს მიაღწია. 

კვლევის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მეტად შეამცირა კონფლიქტებსა და ძალადობაზე დახარჯული თანხის მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, ეკონომიკაში კონფლიქტების დანახარჯი 21%-ით შემცირდა. მეზობელ რუსეთსა და სომხეთში კი 17% და 24%-ით გაიზარდა. 

163 ქვეყანას შორის კი საქართველო ძალადობისა და კონფლიქტების ეკონომიკაზე გავლენით, 34-ე ადგილზეა (კვლევაში პირველ ათეულში მსოფლიოს ის ქვეყნები შედიან, სადაც არასტაბილურობა ყველაზე მაღალია, ბოლო პოზიციებს კი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები იკავებს). 

კვლევის მიხედვით, კონფლიქტები საქართველოს ეკონომიკას 13%-ით აზიანებს, რაც თითქმის $2 მლრდ გამოდის. 

მსოფლიოში კონფლიქტები ყველაზე მეტ გავლენას სირიის ეკონომიკაზე ახდენს, - მშპ-ს 68%, მას მოსდევს ავღანეთი 63%-ით და ერაყი 51%-ით. ყველაზე „მშვიდობიან“ ქვეყნად კი შვეიცარია სახელდება, რომლის მშპ-ზეც კონფლიქტებისა და ძალადობის გავლენა მხოლოდ 1%-ია. საქართველოს მეზობელი ქვეყნების მშპ-ში კონფლიქტების წილი შემდეგია: რუსეთი 17%; თურქეთი 13%; სომხეთი 9%, აზერბაიჯანი 15%. 

კონფლიქტების ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნებში, კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, მკვლელობების რაოდენობა, მიგრანტების რაოდენობა, ძალადობრივი დანაშაულების რაოდენობა, სამხედრო დანახარჯები.

ჩვენ გირჩევთ

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

ბიზნესსექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები საქართველოში

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

წინა სტატია

Donald Trumps Border Wall Inspires Lego Fan To Create Funny Design
11 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი
11 იანვარი, 2019
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა