2018 წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23.5%-ით გაიზარდა, ბაზრის ლიდერი WizzAir გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს. 

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამი ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: “Wizz Air”, “Turkish Airlines” და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა, ყველაზე მეტ მგზავრს კი WizzAir მოემსახურა - 587 179 გადაყვანილი  მგზავრით უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ბაზრის ლიდერი გახდა.

ჩვენ გირჩევთ

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

პატიმართა რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცეში

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

წინა სტატია

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
11 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

Will A.I. Take Our Jobs? Will It Kill Us? It's Time To Have That Human Conversation Now
11 იანვარი, 2019
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა