რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს ძვირად?

American Association Of Wine Economists-ის (AAWE) ინფორმაციის მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. "ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია" პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს. ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი განსხვავდება საექსპორტო ბაზრების მიხედვითაც და ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე ნიშნულზე არ არის. AAWE-ს მონაცემებისგან მცირედით განსხვავდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. რაოდენობრივად ქართული ღვინისთვის რეკორდული წელი 2017 იყო, თუმცა ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმალურ ნიშნულს 2014 წელს – რუსული ემბარგოს მოხსნიდან ერთ წელიწადში მიაღწია. 2006 წლის ემბარგომდე ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო, ემბარგოს შემდეგ კი მწარმოებლებმა ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყეს.

ჩანს, რუსულმა ემბარგომ ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან საშუალო საექსპორტო ფასი მალევე თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც, ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია (2018 წლის 11 თვეში მთლიანი ექსპორტის 61%). შედეგიც აშკარაა: ღვინის ექსპორტის ზრდას კი საშუალო საექსპორტო ფასის ანალოგიური ზრდა აღარ მოჰყოლია.

ჩვენ გირჩევთ

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

წინა სტატია

რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
13 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia Downgraded in Democracy Index - Now Holds 89th Place
09 იანვარი, 2019
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა