პირველად 2018 წელს: ევროკავშირიდან მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

2018 წელი პირველი წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირიდან მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე რუსეთიდან.

რუსეთიდან 457 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 90 მლნ დოლარით მეტი, 547 მლნ დოლარი.

2018 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 წელთან შედარებით 197 მლნ დოლარით (14%-ით) გაიზარდა. 2017 წელს საქართველოში 1.4 მილიარდი დოლარი, ხოლო 2018 წელს 1.6 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდებოდა - 1.5 მილიარდი დოლარი.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან  გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, იტალიიდან 48 მლნ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ისრაელიდან 32 მლნ დოლარით მეტი, საბერძნეთდან და აშშ-დან კი 29 და 18 მლნ დოლარით მეტი.

2018 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2017 წელთან შედარებით 21 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 229 მლნ დოლარი.

ცხრილი: ქვეყნები საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი

ქვეყანა

2017

2018

სხვაობა

რუსეთის ფედერაცია

455

458

2.3

იტალია

143

191

48.2

საბერძნეთი

141

170

29.1

აშშ

142

159

17.5

ისრაელი

119

151

32.0

თურქეთი

109

106

-3.7

ესპანეთი

36

42

5.2

გერმანია

34

41

7.5

უკრაინა

26

29

2.6

აზერბაიჯანი

16

20

4.8

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

სიღარიბე VS ჭარბვალიანობა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

წინა სტატია

თიბისი დაზღვევის 2018 წლის შეჯამება: ინოვაცია და ახალი ტრენდები
16 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

İstihdam eden devlete ait en büyük kurumlar
15 იანვარი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა