ბიზნესის კეთების 10 მთავარი რისკი საქართველოში

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გლობალური რისკების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 140 ქვეყანაში 12 000-მდე ბიზნესსუბიექტის გამოკითხვის შედეგად შედგა.

საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკებად დასახელდა: 

  • ინტერესთა კონფლიქტი - 58% 
  • მთავრობის მარცხი - 30% 
  • უმუშევრობა - 27.5% 
  • არასწორი ურბანული დაგეგმარება - 27.5% 
  • ენერგო ტარიფების შოკი - 22.5% 
  • ფისკალური კრიზისი - 22.5% 
  • უმართავი ინფლაცია -  22.5% 
  • კიბერ თავდასხმები - 20% 
  • ღრმა სოციალური არასტაბილურობა - 20% 
  • რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი - 17.5% 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკად უმუშევრობა სახელდებოდა. მას ნომერ პირველ პრობლემად გამოკითხულთა 52% ასახელებდა, წელს კი მთავარ რისკად უმუშევრობა ბიზნესსუბიექტების 27.5%-ს მიაჩნია. გლობალურად ბიზნესის კეთების მთავარ რისკად კი სწორედ უმუშევრობა მიიჩნევა (31.9%).

ანგარიში ჯამში 30 რისკს აფასებს, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად კი საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელებას, წყლის კრიზისს, მონაცემთა მოპარვას და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ჩამოშლას ასახელებენ.

ჩვენ გირჩევთ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

2018 წელს საქართველომ ტურიზმიდან $3.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საწარმოები

წინა სტატია

The Family Wine
21 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

Gürcistan’da iş yapılması ile ilgili önemli olan 10 risk
17 იანვარი, 2019
საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | დეკ, 21, 2019
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა