მისი ელეგანტურობა MASERATI!

ელეგანტურობა, სტილი, ტრადიცია და ინოვაციები – დიახ, ეს პიცის, სპაგეტისა და კულტურული ცივილიზაციის სამშობლოა - იტალია!

აი, ეს კი ელეგანტური პრინცი “მაზერატი” გახლავთ, რომელიც იტალიიდან საქართველოში სწორედ თქვენი კომფორტის შესაქმნელად ჩამობრძანდა!

“მაზერატი” – დიდებული მემკვიდრეობის მქონე, ტრადიციასა და ინოვაციაზე დაყრდნობით შექმნილი სპორტული ბრენდი, რომლის ისტორიაც 1914 წლიდან იწყება, საქართველოშია და თქვენ საშუალება გაქვთ, ეწვიოთ შოურუმს, სადაც კომფორტული გარემო, მეგობრული პერსონალი და ავტომობილების გამორჩეული მოდელები დაგხვდებათ.

წარმოდგენილი მოდელების გარდა, მსურველებს საშუალება გაქვთ, ადგილზე შეარჩიოთ “მაზერატის” მოდელი, სასურველი ფუნქციებითა და მახასიათებლებით. ამასთან, აქვე მოსინჯოთ მასალები, რომლებიც თქვენს ავტომობილში იქნება გამოყენებული. შოურუმში ასევე დაგხვდებათ სპეციალური კუთხე, სადაც შეგიძლიათ “მაზერატის” ექსკლუზიური აქსესუარები შეიძინოთ.

“მაზერატის” ოფიციალური იმპორტიორი “ომეგა ჯგუფია”, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ოპერირებს და ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა BMW, MINI Cooper-ი, Iveco, Opel-ი და Chevrolet.

სწორედ “ომეგა მოტორ სითიში” გაიმართა “მაზერატის”  შოურუმის გახსნის გრანდიოზული ღონისძიება 2018 წლის 5 ივლისს. საღამოს ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები – პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი, ბიზნესმენი დევიდ ჰისი, ქართველი და ბრიტანელი დიპლომატები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საქართველოდან და ევროპიდან, ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები და საპატიო სტუმარი – იტალიის ელჩი საქართველოში ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პირველებს გამოეცადათ და ახლოდან გაეცნოთ 2018 წლის “მაზერატი ლევანტე” და დასწრებოდნენ საქართველოში “მაზერატის” პირველი შოურუმის გახსნას “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან, იტალიის ელჩთან და აღმოსავლეთ ევროპაში “მაზერატის” რეგიონალურ მენეჯერთან, სავერიო კამპილიასთან ერთად.

შოურუმის გახსნიდან ამ დრომდე “მაზერატი საქართველო” თავის მომხმარებელს სთავაზობს იტალიური საავტომობილო ბრენდის სრულ სამოდელო ხაზს. ამ ეტაპზე შოურუმში წარმოდგენილია: Quattroporte, Ghibli, Levante მოდელები ბენზინისა და დიზელის ძრავით და GranTurismo MC Stradale.

“დღეისათვის “მაზერატი” აწარმოებს ინდივიდუალური მახასიათებლების, უნიკალური ავტომობილების სრულ ხაზს, რომელიც ადვილად შესამჩნევია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მათი სტილი, ტექნოლოგიები და თავდაპირველი ექსკლუზიური ხასიათი აღაფრთოვანებს ყველაზე მომთხოვნ და გამჭრიახ გემოვნებას და რჩება ეტალონად საავტომობილო ინდუსტრიაში”, – აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.

“ასეთი, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ბრენდის საქართველოში შემოყვანით, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დახვეწილი მომხმარებლის მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, როგორც კი ისინი “მაზერატის” ბრენდს გაიცნობენ.

“ომეგა მოტორ ჯგუფისა” და “მაზერატის” ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველოში ბრენდის ოფიციალური შოურუმი გახსნილიყო, მეტყველებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი წვლილის შეტანაზე, და საქართველოს მზარდ ინვესტიციებზე, რაც ქვეყნის ბიზნესსექტორსა და ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამყარებს”, – აცხადებენ “ომეგა მოტორს ჯგუფში”.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ “მაზერატი” გთავაზობთ პრესტიჟს, ექსკლუზიურობას, განახლებულ დიზაინს, შესრულებას, სტილსა და ხარისხს – “დამზადებულია იტალიაში”.

ჩვენ გირჩევთ

ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესის კეთების 10 მთავარი რისკი საქართველოში

ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

წინა სტატია

Евросоюз принял решение о финансировании порта Анаклия на сумму в €233 млн
17 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

მომთაბარე, სახელად Away
18 იანვარი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა