რომელი ქვეყნის დასაქმებულები არიან ყველაზე პროდუქტიულები

რომელი ქვეყნის დასაქმებულები არიან ყველაზე პროდუქტიულები

გამოშვება ერთ მუშაკზე საქართველოში $19 143-ს შეადგენს, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4.3-ჯერ მეტი – $83 127-ია.

შრომის ნაყოფიერება, იგივე შრომის პროდუქტიულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან.

შრომის ნაყოფიერება გამოითვლება ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულების მიხედვით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შრომის ნაყოფიერების მონაცემებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) აქვეყნებს. კვლევაში დასაქმებულად ეკონომიკის ყველა სექტორში ჩართული პირები მიიჩნევიან, მათ შორის თვითდასაქმებულებიც.

კვლევის მიხედვით, გამოშვება ერთ მუშაკზე (მშპ მუდმივ 2011 წლის ფასებში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის – PPP – მიხედვით) 2017 წელს საქართველოში 19 143 დოლარს შეადგენდა. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4.3-ჯერ მეტი – $83 127-ია. მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი კი $35 354-ია.

მსოფლიოში ყველაზე მეტად პროდუქტიული ლუქსემბურგის მოსახლეობაა, სადაც ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება 219 124 დოლარს შეადგენს.

ILO-ს კვლევით, რომელიც 2017 წლის მონაცემებს ეყრდნობა, გამოშვება ერთ მუშაკზე (მშპ მუდმივ 2011 წლის ფასებში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის – PPP – მიხედვით) საქართველოში, ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში შემდეგია:

  • საქართველო – $19 143
  • ყირგიზეთი – $87 98
  • ლატვია – $53 474
  • ლიეტუვა – $60 083
  • ლუქსემბურგი – $219 124
  • მალტა – $86 264
  • მოლდოვა – $13 215
  • სომხეთი – $21 987
  • ავსტრია – $93 071
  • აზერბაიჯანი – $32 837
  • ბელარუსი – $32 455
  • ბელგია – $103 438
  • ბულგარეთი – $42 966
  • კვიპროსი – $65 640
  • ესტონეთი – $59 057
  • ფინეთი – $90 458
  • საფრანგეთი – $94 773
  • გერმანია – $89 892
  • საბერძნეთი – $66 475
  • ყაზახეთი – $48 840
  • რუმინეთი – $53 988
  • რუსეთი – $50 097
  • თურქეთი – $72 513
  • თურქმენეთი – $37 553
  • უკრაინა – $18 302
  • უზბეკეთი – $14 600

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *