2018 წელს ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

2018 წელს ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 3 მილიარდი ლარით გაიზარდა. ცალკე აღებული ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 1.55 მილიარდი ლარით (22%-ით) გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 562 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 2018 წელს 374 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის გაუფასურების გავლენის ჩათვლით, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით დეპოზიტები 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63.8% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 66% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 15.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინ 2.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.2%-ია, ერთი წლის წინაც 7.2% იყო.

გრაფიკი: ლარში განთავსებული დეპოზიტები წლების მიხედვით, მლნ ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *