დეკემბერში ბიუჯეტიდან დეფიციტურად მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა

2018 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეფიციტურად 1 156 მლნ ლარი დაიხარჯა. იანვარ-ნოემბერში პროფიციტული ხარჯვა იყო 136 მლნ ლარის და შესაბამისად, მთელი წლის დეფიციტის ტვირთი დეკემბერზე მოვიდა. 2018 წლის ბიუჯეტის წლიურმა (12 თვის) დეფიციტმა 1 019 მლნ ლარი შეადგინა.

დეკემბრის 1 156 მლნ-იანი დეფიციტი განაპირობა იმან, რომ მიმდინარე ხარჯებმა მიმდინარე შემოსავლებს 281 მლნ ლარით გადააჭარბა. 774 მლნ ლარი არაფინანსური აქტივების (კაპიტალური პროექტების) წმინდა დაფინანსებამ, ხოლო 102 მლნ ლარი ფინანსური აქტივების წმინდა ადფინანსებამ შეადგინა.

1 156 მლნ ლარის დეფიციტი შემდეგნაირად დაფინანსდა: 83 მლნ სახელმწიფო საშინაო ვალის აღებით, 665 მლნ ლარი სახელმწიფო სააგრეო ვალის აღებით, ხოლო 409  მლნ ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაიფარა.

გრაფიკი: 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით

ჩვენ გირჩევთ

2018 წელს დასრულებული მშენებლობების რიცხვი და ფართობი შემცირდა

რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

2018 წელს დასრულებული მშენებლობების რიცხვი და ფართობი შემცირდა

2018 წელს დასრულებული მშენებლობების რიცხვი და ფართობი შემცირდა

წინა სტატია

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს
31 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2019 წლის თებერვლის ნომერი
01 თებერვალი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა