ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯი იზრდება

ბოლო 5 წლის განმავლობაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და 226.4 მლნ ლარს მიაღწია.

თუკი 2014 წელს, შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ხარჯი 138.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს ის 156.8 მლნ ლარამდე, 2016 წელს 179.1 მლნ ლარამდე, 2017 წელს 189.7 მლნ ლარამდე, ხოლო 2018 წელს კი 226.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ზოგიერთ უწყებაში კი, მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში, შტატგარეშე და შტატიან თანამშრომლებზე თითქმის ერთნაირი თანხა იხარჯება. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროში, შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯი წლების მიხედვით, შემდეგია:

ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში კი შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯი ბოლო წლებში გაორმაგდა. ასე მაგალითად, პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი თუკი 2014 წელს 4.4 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წელს ის 9 მლნ ლარამდე გაიზარდა.

წლებია იზრდება შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯი ეკონომიკის სამინისტროშიც: 2014 წელი - 1.9 მლნ ლარი; 2015 წელი - 3.8 მლნ ლარი; 2016 წელი - 2.9 მლნ ლარი; 2017 წელი - 3.7 მლნ ლარი; 2018 წელი - 4.5 მლნ ლარი.

2018 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე სხვადასხვა უწყებებმა შემდეგი თანხა დახარჯეს: პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 9მლნ ლარი; მთავრობის ადმინისტრაცია - 2.2 მლნ ლარი; ცესკო - 2.5 მლნ ლარი; საერთო სასამართლოები - 3.5 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 3 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტროი - 6.1 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 12.9 მლნ ლარი; საქსტატი - 4.2 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 4.6 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს შტატით დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა კანონით აქვთ გაწერილი და ის მეტნაკლებად პროაქტიულად ქვეყნდება, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხშირად გამოუქვეყნებელი რჩება. შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

ჩვენ გირჩევთ

ქვეყნები ყველაზე მეტი უმუშევარი ახალგაზრდით

დეკემბერში ბიუჯეტიდან დეფიციტურად მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა

ქვეყნები ყველაზე მეტი უმუშევარი ახალგაზრდით

ქვეყნები ყველაზე მეტი უმუშევარი ახალგაზრდით

წინა სტატია

ან აკლია, ან არა
01 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

How Businesses Are Using Instagram Stories to Promote Their Brand
01 თებერვალი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა