რუსეთში თავი იმით დავიცავი, რომ ბიოქიმიკოსი ვარ, ქიმია კი ბანდიტებმა არ იცოდნენ

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე პროფესიით ბიოლოგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე იყო), საკანდიდატოც და სადოქტოროც მოსკოვში, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა. შემდეგ ამავე ინსტიტუტში სამუშაოდ დარჩა და გენური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობდა.

 „ბიოლოგი ვიყავი და ინგლისური ვიცოდი. ეს უპირატესობა მქონდა“, - იხსენებს რეზო ვაშაკიძე. როგორც თავად ამბობს, რუსეთშიც წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ის სფერო აარჩია, რომელიც მეტ ნაკლებად დაცული იყო კრიმინალისა და კორუფციისგან. 

„კორუფცია და კრიმინალი ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო, - ჰყვება რეზო ვაშაკიძე. - დიპლომით ბიოქიმიკოსი ვარ. ამით დავიცავი საკუთარი თავი. ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა“. 

შემდეგ ქიმიური ქარხნების პრივატიზაციაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მათგანში წილს დღემდე ფლობს. რუსეთში ნაციონალისტური დამოკიდებულებების ზრდასთან ერთად, ჯერ ცოლ-შვილი დააბრუნა საქართველოში, 2007-2008 წლებში კი თავადაც დაბრუნდა. 

კომპანია „ჩირინას“ შესახებ ვრცელი სტატიის გაცნობა „ფორბსის“ თებერვლის ნომერში შეგიძლიათ.

ჩვენ გირჩევთ

სერიოზული უპირატესობა

მეოცნებე კალიფორნიიდან

სერიოზული უპირატესობა

სერიოზული უპირატესობა

წინა სტატია

იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.3 პროცენტით გაძვირდა
04 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

სებ-ის ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეულ შეთავაზებებს გაზრდის
04 თებერვალი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა