სებ-ის ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეულ შეთავაზებებს გაზრდის

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ელოდება, რომ სებ-ის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეული შეთავაზებების ზრდას გამოიწვევს.

კერძოდ, მისი აზრით, მოქალაქეები უძრავი ქონების ვერ დაგირავების შემთხვევაში (რადგან რეგულაციით, ხშირ შემთხვევებში, აიკრძალა საცხოვრებლად გამოყენებული უძრავი ქონების დაგირავება) შეეცდებიან, ჯერ მეორე არასაცხოვრებლად გამოსაყენებელი უძრავი ქონება (არსებობის შემთხვევაში) გაყიდონ და დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, ხოლო შემდგომ, თუ სწრაფად ვერ მოხდება მათი ეკონომიკურ წრებრუნვაში ინტეგრირება, ძირითად საცხოვრებელ ობიექტებსაც შეელიონ. 

„ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩებიან, შესაძლებელია ბოლო დროს სამშენებლო ბიზნესში არსებული ტენდენციის 180-გრადუსიანი შემობრუნება და გაფართოების ნაცვლად,  საცხოვრებლად საკმარისი მინიმალური რაოდენობის ბინებზე მოთხოვნი ზრდა“, - ამბობს ძნელაძე. 

მისივე აზრით, მეორეული ბაზრის პარალელურად, მიწოდების ერთბაშად მოზღვავებამ შესაძლოა, პირველადი შეთავაზებების ბაზარზე ფასების კლება განაპირობოს. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებას საფინანსო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე, შეგიძლიათ ვრცლად „ფორბსის“ თებერვლის ნომერში გაეცნოთ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა  შეიქმნება

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა  შეიქმნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

წინა სტატია

რუსეთში თავი იმით დავიცავი, რომ ბიოქიმიკოსი ვარ, ქიმია კი ბანდიტებმა არ იცოდნენ
04 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

Rusya’da iken kendimi, mesleğimle savundum, beni biyokimyacı olduğumu kurtardı. Kimyayı ise eşkiyalar bilmezler
04 თებერვალი, 2019
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა