PPP სააგენტოს ალექსანდრე რევია უხელმძღვანელებს

PPP სააგენტოს ალექსანდრე რევია უხელმძღვანელებს

საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო იწყებს ფუნქციონირებას. სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას პრემიერის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე რევია დაიკავებს. რევია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership) სააგენტო ქვეყანაში IMF-ის რეკომენდაციით შეიქმნა. სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის განსაზღვრა და პროექტების თანადაფინანსების რისკის შეფასება.

2020 წლის 1 ივლისამდე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *