ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

ივანკა ტრამპის კითხვაზე, როგორ შეძლო აშშ-ს მთავრობამ მისი დახმარება და რა გავლენა იქონია მან ქართველ საზოგადოებაზე, ნინო ზამბახიძემ განაცხადა:

„ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი მივიღე. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია.

ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირდაპირ გითხრათ. აშშ-ს პროგრამების მონაწილეთა სახელით მსურს მადლობა გითხრათ“.

საქართველოში, ნინო ზამბახიძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მიღებული გრანტის მეშვეობით, ჩამოაყალიბა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც თავად არის და  ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა. ნინო აქტიურად ახდენს ფერმერების უფლებების ადვოკატირებას. ამჟამად კი  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების ინოვაციური პროგრამის შექმნაზე, რომელსაც ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.

საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კორორაციის მეორე კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა. მისი მოცულობა 140 მილიონი აშშ დოლარია. ეს არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 10 წელზე მეტია საქართველოსთან თანამშრომლობს და პირველი და მეორე კომპაქტების ფარგლებში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 

ჩვენ გირჩევთ

თებერვალი განბირთვის დროა?!

როგორ იზრდება ეკონომიკა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

თებერვალი განბირთვის დროა?!

თებერვალი განბირთვის დროა?!

წინა სტატია

ბუშტის დამბუშტავი
08 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

ტურიზმის 5 წლიანი გამოწვევა - G&T ტურიზმიდან შემოსავლის $3.6 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს
08 თებერვალი, 2019
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა