ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილება

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. დამტკიცდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა. ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9-16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ: ნოდარ კოზანაშვილი; გიორგი აბრამაშვილი; სანდრო ჟორჟოლიანი; ნინო კურტანიძე; მაგატა ჯაფარიძე. ფიგურულ ციგურაობაში კი საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს. 

საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს! 

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და მის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გააგრძელებს. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა  შეიქმნება

საქართველოს შემოსავალი გაიზარდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა  შეიქმნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

წინა სტატია

საქართველო, როგორც შუა დერეფნის საზღვაო კარიბჭე
11 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

10 New Business Related Draft Laws that Will be Reviewed in the Parliament in 2019
05 თებერვალი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა