დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საქართველოში

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წელს, სულ 1 222 153 ფიზიკური პირის შემოსავალი დეკლარირდა. PMC კვლევის მიხედვით, ფიზიკური პირების 46%-ის (565 950 ადამიანი) ყოველთვიურმა შემოსავალმა საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის (9 826 ადამიანი) შემოსავალმა კი - 8 333 ლარზე მეტი შეადგინა. 2017 წელს, თვეში საშუალოდ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ფიზიკურ პირთა 74%-ს (914 227 ადამიანი), 1000 ლარზე მეტი კი 26%-ს (307 926 ადამიანი) დაუფიქსირდა. 

საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად, მკვეთრი სხვაობაა ხელფასებს შორის ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით. 2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2008 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1595) და მშენებლობა (1466 ლარი). ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (672 ლარი), სოფლის მეურნეობა (643 ლარი) და განათლება (577 ლარი). აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში, დასაქმებული მოსახლეობის 2% მუშაობდა, მაშინ როცა ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში დასაქმებულთა 52% იყო კონცენტრირებული.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო შავი ზღვის საკონტეინერო ბაზრის ჭრილში

ჭარბვალიანობა, რეგულირება და ეკონომიკური ზრდა

საქართველო შავი ზღვის საკონტეინერო ბაზრის ჭრილში

საქართველო შავი ზღვის საკონტეინერო ბაზრის ჭრილში

წინა სტატია

12 კაპიტალური პროექტი, რომელზეც 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა
13 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

Genel projeleri için 2018’in bütçesinden ilgili tutarların ayrıldığına rağmen gerçekleştirilmemiş 12 proje
13 თებერვალი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა