საქართველოს ბანკი, რედკო და ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკმა დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.

“რედკოსა” და “ანაგს” შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია “ანაგი” განახორციელებს დეველოპერული კომპანია “რედკოს” მიმდინარე და ახალ პროექტებს.

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ასევე, ადგილობრივი სამშენებლო სექტორის და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

“რედკო ზრუნავს საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო”,- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა, რედკოს გენერალურმა დირექტორმა.

“ანაგი 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, ბათუმის ჰილტონი, თბილისი გარდენსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორც რედკო და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ  ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ  განვითარებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა, ანაგის გენერალურმა დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია

იანვარში საქართველოს ექსპორტი 7.5 პროცენტით გაიზარდა

ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია

ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია

წინა სტატია

მამუკა ხაზარაძის განცხადება
15 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით
15 თებერვალი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა