ბედნიერი ერი

რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2018 წელს. 

ერთი წლის წინ 2017 წელს ყველაზე მეტად გამდიდრებული ქვეყნების ათეული გაგაცანით. “ფორბსი” აგრძელებს აღნიშნულ რუბრიკას და წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელთა მოსახლეობა 2018 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდა. ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტისა და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. 

მეთოდიკა: ქვეყნის მოსახლეობის გამდიდრებას წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავლის ზრდა განაპირობებს. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავლის გამოყენება ყველაზე გამართლებულია. ამ მეთოდით დათვლილი შემოსავალი ქვეყნებს შორის ფასების დონეებს შორის სხვაობას ითვალისწინებს. 1 PPP აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს. PPP დოლარებში გამოსახული შემოსავლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს. 

10: ნიდერლანდები

2018 წელს ნიდერლანდებში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,638 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 2.8%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.5%) განაპირობა. ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებას ძირითადად ევროკავშირში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი. 2018 წელს ნიდერლანდებში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 56,571 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-13 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

53,933

56,571

+2,638

მოსახლეობა, მლნ კაცი

17.14

17.19

+0.05

უმუშევრობის დონე, %

4.9

3.9

-1.0

 

9: ბრუნეი

2018 წელს ბრუნეიში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,641 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 2.3%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (0.5%) განაპირობა. ბრუნეი ნავთობით მდიდარი პატარა ქვეყანაა, რომელიც ნავთობის ექსპორტიდან წლიურად 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს. 2018 წელს ბრუნეიში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 81,612 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-4 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

78,971

81,612

+2,641

მოსახლეობა, მლნ კაცი

0.429

0.434

+0.005

უმუშევრობის დონე, %

6.9

6.9

0

8: ამერიკის შეერთებული შტატები

2018 წელს აშშ-ში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,726 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ეკონომიკის 2.9%-იანმა ზრდამ განაპირობა. აშშ-ის ეკონომიკა 21 ტრილიონი PPP დოლარია და ის მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს აშშ-ის უმუშევრობის მაჩვენებელი 3.8%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 50 წლის მინიმალური მაჩვენებელია. 2018 წელს აშშ-ში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 62,518 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-11 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

59,792

62,518

+2,726

მოსახლეობა, მლნ კაცი

325.9

328.1

+2.2

უმუშევრობის დონე, %

4.4

3.8

-0.6

7: მალტა

2018 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,748 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 5.7%-იანმა ზრდამ განაპირობა. 2018 წელს განვითარებულ ქვეყნებს შორის მალტის ეკონომიკა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. მალტაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2018 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 44,587 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში 29-ე ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

41,839

44,587

+2,748

მოსახლეობა, მლნ კაცი

0.460

0.467

+0.007

უმუშევრობის დონე, %

4.6

4.1

-0.5

6: შვეიცარია

2018 წელს შვეიცარიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,863 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 3%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.4%) განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა, მისი ეკონომიკა 551 მილიარდი PPP დოლარია და ის სიდიდით მსოფლიოში 38-ეა. 2018 წელს შვეიცარიაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 64,988 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-9 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

62,125

64,988

+2,863

მოსახლეობა, მლნ კაცი

8.4

8.5

+0.1

უმუშევრობის დონე, %

3.2

2.8

-0.3

5: ჰონგ-კონგი

2018 წელს ჰონკონგის ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3,274 PPP დოლარით გაიზარდა. ჰონგ-კონგის ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლება მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებამ განაპირობა, რადგან ჰონგ-კონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია და მასზე გლობალური მოვლენები პირდაპირ აისახება. 2018 წელს ჰონგ-კონგში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 64,794 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-10 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

61,520

64,794

+3,274

მოსახლეობა, მლნ კაცი

7.4

7.5

+0.1

უმუშევრობის დონე, %

3.1

2.6

-0.5

4: ლუქსემბურგი

2018 წელს ლუქსემბურგში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 4,051 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (0.7%) განაპირობა. ლუქსემბურგი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრია, რომლის ეკონომიკა 66 მილიარდი PPP დოლარია, მოსახლეობა კი 600 ათასი ადამიანი. 2018 წელს ლუქსემბურგში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 109,199 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოში მე-2 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

105,148

109,199

+4,051

მოსახლეობა, მლნ კაცი

0.591

0.605

+0.014

უმუშევრობის დონე, %

5.8

5.4

-0.4

 3: სინგაპური

2018 წელს სინგაპურის ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 2% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4.151 PPP დოლარით გაიზარდა. ჰონკონგისა და ლუქსემბურგის მსგავსად, სინგაპურიც მსოფლიოს მსხვილი ფინანსური და ამავე დროს ქალაქი-სახელმწიფოა. სინგაპურში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონეა – 2%. 2018 წელს სინგაპურში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 98,255 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მე-3 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

94,105

98,255

+4,151

მოსახლეობა, მლნ კაცი

5.6

5.7

+0.05

უმუშევრობის დონე, %

2.2

2.0

-0.2

2: ყატარი

2018 წელს ყატარის ეკონომიკა 2.7%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 0.6% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4,366 PPP დოლარით გაიზარდა. ყატარი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომიკა 357 მილიარდი PPP დოლარია. ყატარში უმუშევრობა ფაქტობრივად არ არის. ერთ მოსახლეზე შემოსავლით ყატარი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა – წელიწადში 128,587 PPP დოლარით.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

124,121

128,487

+4,366

მოსახლეობა, მლნ კაცი

2.7

2.8

+0.04

უმუშევრობის დონე, %

0.1

0.1

0

1: ირლანდია

2018 წელს ირლანდიის ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 1.7% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4,455 PPP დოლარით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის გასულ წელს მსოფლიოში პირველი იყო. ირლანდიელის საშუალო შემოსავალმა ერთ წელში მოიმატა იმდენი, რაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალზე მეტია. 2018 წელს ირლანდიაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 77,670 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მე-5 ადგილი ეკავა.

 

2017

2018

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

73,215

77,670

+4,455

მოსახლეობა, მლნ კაცი

4.8

4.9

+0.05

უმუშევრობის დონე, %

6.7

5.3

-1.5

ჩვენ გირჩევთ

წლის საუკეთესო CSR ინიციატივები

იანვარში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 5 პროცენტით გაიზარდა

წლის საუკეთესო CSR ინიციატივები

წლის საუკეთესო CSR ინიციატივები

წინა სტატია

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება
18 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

ელექტროავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები
18 თებერვალი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა