თებერვალში საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 8.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

თებერვალში საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 8.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

ლარის კურსის გაუფასურების გამო ლარში გამოხატული სახელმწიფო საგარეო ვალი ზრდას განაგრძობს. თუ 2015 წლის იანვრის ბოლოს საგარეოს ვალი 8.4 მილიარდი ლარი იყო, თებერვლის ბოლოს უკვე 8.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში მხოლოდ 650 ათასით გაიზარდა, თუმცა ლარის კურსის 2.06-დან 2.16-მდე ზრდამ გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა.

საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისთვის სჭირდება უცხოური ვალუტის შესყიდვა, შესაბამისად, როდესაც ლარის კურსი უფასურდება, ვალის მომსახურება ძვირდება.

საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც საგარეოსთან ერთად, საშინაო ვალსაც მოიცავს, ჯამში 11.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 38.5%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *