Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდამდე გაიზარდა

Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდამდე გაიზარდა

Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდს შეადგენს. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ბოლო რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილის ქონება $300 მილიონით ნაკლები – 4.6 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის მარტის შემდეგ გამოცემამ ივანიშვილის ქონება პირველად დააკორექტირა. ამჟამად Forbes-ის სიაში მოხვედრილი ერთადერთი ქართველი ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 373-ე ადგილზეა. გასული წლის მარტში კი, როდესაც 2018 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოქვეყნდა, ივანიშვილი 456-ე ადგილს იკავებდა. 

ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ღირებულება წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:  

2009 წ – $3.2 მილიარდი 

2010 წ – $4.8 მილიარდი 

2011 წ – $5.5 მილიარდი 

2012 წ – $6.4 მილიარდი 

2013 წ – $5.3 მილიარდი 

2014 წ – $5.2 მილიარდი 

2015 წ – $5.2 მილიარდი 

2016 წ – $4.8 მილიარდი 

2017 წ – $4.5 მილიარდი 

2018 წ – $4.6 მილიარდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *