ახალი საკოლექციო მონეტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება. მონეტის დიზაინერი ნიტა გონგაძეა.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, რომლის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა 2019 წლის 27 თებერვლიდან დაიწყება. 

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად "5₾", თარიღები "1919-2019" და წარწერა "საქართველოს დამფუძნებელი კრება".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები "საქართველო", "ხუთი ლარი" და "Georgia". 

მონეტის ტექნიკური მახასიათებლები

ნომინალი: 5 ლარი 
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.5გრ 
დიამეტრი: 33 მმ 
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 2000 ცალი

ჩვენ გირჩევთ

Son 5 yıl içerisinde, şans oyunları için devlet hazinesine ödenen vergi hacmi ikiye katlandı

წინა სტატია

Son 5 yıl içerisinde, şans oyunları için devlet hazinesine ödenen vergi hacmi ikiye katlandı
25 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

За 5 последних лет удвоился объем сумм налога, уплаченных в бюджет от игорного бизнеса
25 თებერვალი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა