იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში შემცირდა

იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში შემცირდა

2019 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 40 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 92 მლნ დოლარით შემცირდა. იანვრის ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63.2% შეადგინა. დეკემბრის ბოლოს დოლარიზაცია 63.9%, ხოლო ერთი წლის წინ 64.6% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.7 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.

2018 წლის პირველ თებერვალთან შედარებით, 2019 წლის პირველ თებერვალს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.4 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 338 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.7%-ია, ერთი წლის წინ 2.5% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, ერთი წლის წინ 7.3% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *