იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 10 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების გაერთიანებული დოკუმენტი) საგადასახადო შემოსავლები 10%-ით (150 მლნ ლარით) გაიზარდა. თანხობრივად ყველაზე მაღალი ზრდა დამატებული ღრებულების გადასახადშია - 66 მლნ ლარი. შემდეგ მოდის საშემოსავლო გადასახადი 33 მლნ ლარით. პროცენტულად ყველაზე მეტად მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა - 31%-ით. შემცირდა იმპორტის და ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი - 5 მლნ ლარით.

იანვარ-თებერვალში, ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 1 655 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს კვარტალური გეგმების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) ნაერთ ბიუჯეტში 2 578 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი უნდა შევიდეს. გამოდის, რომ პირველი კვარტლის გეგმის შესასრულებლად მარტში 923 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებაა საჭირო. 2018 წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 945 მლნ ლარი იყო.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები იანვარ-თებერვალში, მლნ ლარი

დასახელება

2018 წლის         იანვარ-თებერვალი

2019 წლის         იანვარ-თებერვალი

ზრდა,    მლნ ლარი

ზრდა, %

დამატებული ღრებულების

727

793

66

9.1%

საშემოსავლო

531

564

33

6.3%

აქციზი

203

222

19

9.1%

მოგების

75

98

23

31.0%

იმპორტის

13

10

-3

-20.6%

ქონების

5

3

-2

-41.2%

სხვა არაკლასიფიცირებული

-49

-36

13

-26.1%

სულ

1505

1655

150

10.0%

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ჩვენ გირჩევთ

იანვარში ლარში გაცემული სესხები 112 მილიონით შემცირდა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა

იანვარში ლარში გაცემული სესხები 112 მილიონით შემცირდა

იანვარში ლარში გაცემული სესხები 112 მილიონით შემცირდა

 

წინა სტატია

В рейтинге верховенства закона снизилась позиция Грузии - она занимает 41-е место в мире
28 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

Gürcistan, hukukun üstünlüğü endeksinde gerilemiş olup 41. sırada yer aldı
28 თებერვალი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა