მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2019 წლის სია გამოაქვეყნა. პირველად, ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება $100 მილიარდზე მეტია.

კიდევ ერთი წარმატებული წლის შემდეგ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება გამოცემამ $131 მილიარდად შეაფასა.

ჯამში მილიარდერებისთვის გასული წელი წარმატებული არ აღმოჩნდა და მათი რაოდენობა მსოფლიოში 55-ით შემცირდა. წლევანდელი შეფასებით, მსოფლიოში 2 153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი $8.7 ტრილიონს შეადგენს, რაც $400 მილიარდით ნაკლებია წინა წელზე.

ამასთან, წლევანდელ სიას 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გამოაკლდა, - ჯამში 247, აქედან 47 მილიარდერი დაკარგა ჩინეთმა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების უმეტესობა კვლავ ამერიკელია, - მათგან 14 კი სიის TOP-ოცეულში შედის. ჯამში ამერიკელების რაოდენობა რეიტინგში 607-ს შეადგენს.

პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი შემდეგია:

ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი - $131 მილიარდი

ბილ გეითსი, Microsoft-ის დამფუძნებელი - $96,5 მილიარდი

უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი - $82.5 მილიარდი

ბერნარ არნო, LVMH-ის დამფუძნებელი - $75 მილიარდი

კარლოს სლიმ ელუ, მედიამაგნატი - $64 მილიარდი

ამანსიო ორტეგა, Intidex-ის თანადამფუძნებელი - $62.7 მილიარდი

ლარი ელისონი, Oracle-ის თანადამფუძნებელი - $62.5 მილიარდი

მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის დამფუძნებელი - $62.3 მილიარდი

მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg Lp-ის დამფუძნებელი - $55.5 მილიარდი

ლარი პეიჯი, Google-ის თანადამფუძნებელი - $50.8 მილიარდი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები

წინა სტატია

Страны, которые осваивают космос
05 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

10 богатейших людей мира. Рейтинг Forbes
06 მარტი, 2019
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა