მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

კაილი ჯენერი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი და ამასთან მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ე.წ. Self-made მილიარდერია.

მისი ქონება Forbes-ს $1 მილიარდად აქვს შეფასებული და ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 2057-ე ადგილს იკავებს. კარდაშიანების ოჯახის წევრი 21 წლისაა და ის უკვე 3 წელია სამოდელო ბიზნესში აქტიურადაა ჩართული. აქვე აღვნიშნავთ, რომ პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა ქალმა წელს ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კაბა მოირგო. 

მეორე და მესამე პოზიციებზე გადაინაცვლეს დებმა ალექსანდრა და კატერინა ანდრესენებმა. მათი ასაკი 22 და 23 წელია, თუმცა ქონება მათ მემკვიდრეობით ერგოთ. ნორვეგიელი დები პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ტიტულს სამი წლის განმავლობაში ატარებდნენ. მათ მამამ კომპანია Ferd-ის აქციები 2007 წელს გადაუფორმა. დები $1.4-$1.4 მილიარდს ფლობენ. 

24 წლის გუსტავ მაგნარი მეოთხე ადგილზეა. მისი ქონება დღეს $3 მილიარდს შეადგენს. ის მსოფლიოში ორაგულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის მეწილეა. მასაც ქონება მემკვიდრეობით მამისგან 2013 წელს ერგო. 

სიაში შემდეგი 28 წლის ჯონ კოლისონია, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერის ტიტულს ატარებდა. მან ძმასთან ერთად, საგადახდო სისტემის სტარტაპი Stripe დააფუძნა. კომპანია $9.2 მილიარდადაა შეფასებული. ძმების ქონება ამ ეტაპზე ორ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ჯონ კოლისონი სულ რამდენიმე თვით უმცროსია ევან შპიგელზე, რომელიც Snap-ის თანადამფუძნებელია და $2.1 მილიარდს ფლობს. გასულ წელთან შედარებით, მისი ქონება თითქმის განახევრდა. 

წლევანდელი შეფასებით, მსოფლიოში 2153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი $8.7 ტრილიონს შეადგენს, რაც $400 მილიარდით ნაკლებია წინა წელზე. 

ამასთან, წლევანდელ სიას 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გამოაკლდა, - ჯამში 247. აქედან 47 მილიარდერი დაკარგა ჩინეთმა. 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების უმეტესობა კვლავ ამერიკელია, - მათგან 14 კი სიის TOP ოცეულში შედის. ჯამში ამერიკელების რაოდენობა რეიტინგში 607-ს შეადგენს.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

წინა სტატია

The World’s Billionaires 2019
06 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

Content of Forbes Georgia Wins Media Competition
05 მარტი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა