Samsung Galaxy S10 სმარტფონები უკვე საქართველოშია!

6 მარტს სამსუნგის წარმომადგენლობამ საქართველოში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში უახლესი Galaxy S10-ის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პარტნიორი ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ბლოგერები, მედია და Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ. სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ დეტალური ინფორმაცია, ადგილზე დაეტესტათ უახლესი ფლაგმანები და მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში - სადაც მთავარი პრიზი სწორედ, რომ  Galaxy S10 იყო.

Galaxy S სერიის პირველი სმარტფონის გამოჩენიდან ათწლეულის შემდეგ, 20 თებერვალს Samsung Electronics-მა Galaxy S10 სერიის ახალი ფლაგმანი მოწყობილობები წარადგინა და საფუძველი ჩაუყარა მობილური ინოვაციების განვითარების ახალ დეკადას. პრემიალური სიახლეების ჩამონათვალშია - ძირითადი მოდელი Galaxy S10, გაზრდილი ზომის მოდელი Galaxy S10+ - მათ შორის კერამიკული კორპუსით და 1 TB შიდა მეხსიერებით, Galaxy S10e კომპაქტური კორპუსითა და ბრტყელი ეკრანით. 

დღეს კი ეს სმარტფონები უკვე საქართველოშია და ოფიციალური გაყიდვები 8 მარტიდან იწყება. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Galaxy S10e|S10|S10+ სამსუნგ ელექტრონიქსის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების (ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, მაგთი, არაი-სმაილი) მაღაზიათა ქსელებში ოფიციალური ჰოლოგრამით. 

Galaxy S10 სერიის მოდელებში Samsung Electronics-მა  შემოგვთავაზა სრულიად ახალი ეკრანისა და დიზაინის კონცეფცია. ეს არის სინემატიკური ე.წ. Infinity O-ტიპის ეკრანი, რომელიც გამოირჩევა თითქმის გამქრალი ჩარჩოებით და ეკრანში ინტეგრირებული ფრონტალური კამერით, რომელიც სმარტფონებს ინოვაციურ დიზაინს სძენს. ამ შთამბეჭდავი ეკრანის დასაცავად პირველად სმარტფონებში გამოიყენება Corning Gorilla Glass 6 თაობის დაცვა.

ეფექტური დიზაინის გარდა Galaxy S10-ის ეკრანი გამოირჩევა იმით, რომ აქვს საუკეთესო გამოსახულების ხარისხი დღეს: ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი, 2K+ რეზოლუცია, Dynamic AMOLED ტექნოლოგია და ასევე მსოფლიოში პირველად HDR10+ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემის შესაძლებლობას და მუდმივად ფერების გრადაციის კორექტირებას.

Galaxy S10 | S10+ში გამოიყენება უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმი: თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში. ეს სმარტფონის უბრალო განბლოკვასაც კი ეფექტურად წარმოაჩენს. Galaxy S10 | S10+ ში მსოფლიოში პირველი თითის ანაბეჭდის ულტრაბგერითი სენსორი გამოიყენება, რომელიც უფრო დაცულია და სველ თითსაც კი აღიქვამს.

Galaxy S10 მოდელებში სამსუნგ Samsung Electronics-ი გპირდებათ 24 საათიან მუშაობის ხანგრძლივობას. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს: დიდი ზომის აკუმულატორი, ენერგოეფექტური ახალი თაობის პროცესორი, გონიერი ოპერაციული სისტემა და გაგრილების მექანიზმები.

Galaxy S10 მოდელებს აქვთ ენერგიის უსადენოდ გაცემის ფუნქცია. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად უბრალოდ უნდა დაადოთ თქვენს სმარტფონს სხვა სმარტფონი, სმარტ საათი ან უსადენო ყურსასმენები და ისინი მიიღებენ ენერგიას თქვენი Galaxy S10-დან.

Galaxy S10, S10+ ს აქვს 3 ძირითადი კამერა. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება და ფუნქცია აქვს:

*ფართოკუთხოვანი ლინზა, დიაფრაგმის მოძრავი მექანიზმით და ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით, იღებს იდეალურ სურათს ღამით და აქვს ძალიან სწრაფი ფოკუსი;

 *ტელეფოტო ტიპის ლინზა, იდეალური პორტრეტისათვის ფონის გაბუნდოვნებით და ოპტიკური მოახლოვებისათვის ხარისხის დაკარგვის გარეშე;

*ულტრა განიერი ლინზა, სპეციალურად ლამაზი პეიზაჟებისათვის ან ჯგუფური ფოტოებისათვის. იდეალურია მოვლენის აღსაბეჭდად ვიდეო გადაღებით.

ფრონტალურ კამერას რაც შეეხება, აქაც გვაქვს საინტერესო სიახლეები. Galaxy S10 მოდელები პირველია, რომლებსაც შეუძლიათ 4K (UHD) რეზოლუციის ვიდეოგადაღება ფრონტალური კამერით. Galaxy S10 მოდელების ფრონტალური კამერა აღჭურვილია Dual Pixel ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ ფოკუსირებას და მკვეთრ სელფის.

"ათი წლის წინ პირველი მოდელის გამოჩენისთანავე Galaxy S სერია პრემიალური ინოვაციების სახე გახდა და მომხმარებლებს სთავაზობდა წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს, რომელიც კონკრეტულად მათზე იყო მორგებული - განაცხადა DJ Koh-მ Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და IT და მობილური კომუნიკაციების  ხელმძღვანელმა - Galaxy S10 ეფუძნება S სერიის მდიდარ მემკვიდრეობას და ასახავს ინოვაციებს ეკრანის, კამერისა და მწარმოებლურობის მიმართულებით. ოთხი პრემიალური მოწყობილობა, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია კონკრეტული ტიპის მომხმარებლისთვის, საშუალებას მისცემს Samsung- ს გააძლიეროს საკუთარი პოზიცია  სმარტფონების ტექნოლოგიების ახალი ეპოქის გახსნით. "

სამსუნგი გირჩევთ, შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით; ჰოლოგრამა გიცავს!

ჩვენ გირჩევთ

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?

წინა სტატია

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?
07 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

Dünyanın en zenginleri
06 მარტი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა